Thursday, July 24, 2014

მექსიკა ფორმულა ერთის კალენდარს დაუბრუნდა

Mexico to return to Formula 1 calendar in 2015
24 ივლისი
მომავალ სეზონში, ფორმულა ერთის კალენდარში მექსიკის დიდი პრიზი ბრუნდება, რომლეიც უკვე 23 წელია, არ გამართულა. უნდა ითქვას, რომ ეს რბოლა ამ სეზონის კალენდარშიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მექსიკო სიტის ტრასის რეკონსტრუქცია დროულად ვერ დასრულდა და ამიტომ, დაბრუნება ერთი წლით გადაიდო.
ეს ინფორმაცია სპეციალურად მექსიკოში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერნი ეკლსტოუნმა გამოაცხადა. „ვგრძნობ, ფ1-ში მექსიკის დაბრუნებისთვის კარგი დროა. ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ორივე მხარეს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ ხეირს მოუტანს“, - განაცხადა ეკლსტოუნმა.
მექსიკის დიდი პრიზის მექსიკო სიტიში არსებულ ტრეკზე გაიმართება, რომლის სიგრძეც 4.4 კილომეტრია. მისი კონფიგურაცია საბოლოოდ დადგენილი არაა, თუმცა ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ პიტლეინი, პადოკი ტრიბუნები წელსვე მზად იქნება. რაც შეეხება გზის საფარს, მას ზაფხულამდ დააგებენ.
ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ კალენდარში რბოლა ალბათ ამერიკული ეტაპის წინ ან შემდგომ გაიმართება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მომავალ სეზონში კალენდარს ინდური ეტაპი უბრუნდება და ასევე აზერბაიჯანის დიდი პრიზი ემატება, გამოდის, რომ კალენდარში 22 რბოლა შევა. თუმცა, ეს ნაკლებად მოსალოდნელია და ეკლსტოუნი ალბათ რომელიმე რბოლას (ნაკლებად პოპულარულს) გაიმეტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოკენჰაიმის რბოლის შემდეგ, პადოკში იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ შესაძლოა, ერთ სეზონში ორი გერმანული ეტაპი ისევ დაბრუნდეს.
ცნობისათვის, ბოლოს მექსიკური დიდი პრიზი 1992 წელს გაიმართა. მექსიკელებმა რამდენჯერმე სცადეს დაბრუნება, მაგრამ ბერნიმ ეს არ დაუშვა. მაგრამ ახლახანს ამერიკელი პრომოუტერის, ყოფილ მრბოლ ტავო ჰელმუნდის „შემოტევას“ ვერ გაუძლო და გატყდა. სხვათა შორის, ჰელმუნდი ოსტინის ტრეკის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა პროექტის ბოლო ეტაპზე ის საქმეს ჩამოაშორეს, რის შემდეგაც მან მექსიკაზე გადაიტანა აქცენტი. თუმცა, თავად ამბობს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეკლსტოუნს ოსტინის თაობაზე უთანხმდებოდა, მექსიკის დიდი პრიზის აღდგენაზეც ოცნებობდა.

No comments:

Post a Comment