Thursday, July 17, 2014

კორინა შუმახერი: ყველაზე რთული გზა გავლილია

Schumacher's wife says 'most difficult time' now over
17 ივლისი
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მეუღლე კორინა ამბობს, რომ მიხაელის მკურნალობის პროცესში ყველაზე მძიმე პერიოდი უკან დარჩა. მან ეს ინფორმაცია გერმანიის დიდი პრიზის პროგრამით შეატყობინა მათ, ვინც რბოლას დაესწრება. წერილში კორინა ამბობს, რომ ოჯახი აღფრთოვანებულია „ფერარის“ და „მერსედესის“ ფანების მხარდაჭერით მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მიხაელს უმძიმესი ინციდენტის შემდეგ, სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს.

„კარგია, როცა იცი, რომ ძნელ პერიოდში ამდენი ადამიანისგან მხარდაჭერას გრძნობ“, - ამბობს 45 წლის გრანდის მეუღლე. შუმახერი ამჟამად შვეიცარიის სარეაბილიტაციო კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ექვსთვიანი კომის შემდეგ, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს.

„ახლა დაიწყო პერიოდი, რომელიც ალბათ დიდხანს გაგრძელდება. გვჯერა, რომ ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, როცა ის ფორმულა ერთში ასპარეზობდა, თქვენ ისევ მისი მხარდამჭერები იქნებით“, - დასძენს კორინა.

No comments:

Post a Comment