Sunday, June 22, 2014

„რეინჯ როვერ სპორტი“ პაკეტ „სტელსით“

Range Rover Sport Puts On a Stealth Pack Costume for Goodwood
22 ივნისი
კიდევ ერთ ახალ პაკეტს, რომელმაც ისედაც ძალიან პოპულარული „რეინჯ როვერ სპორტის“ შეთავაზება უნდა გაამრავალფეროვნოს, „ლენდ როვერმა“ სახელად „სტელს პაკ“ უწოდა და საზოგადოებას პირველად მას გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარუდგენს, რომელიც 26-29 ივნისს გაიმართება. ახალი პაკეტის წყალობით, უფრო დახვეწილ გარეგნობას მიანიჭებს და მყიდველს ავტომობილის პერსონალიზაციის უფრო შესაძლებლობასაც შეუქმნის.
„რეინჯ როვერ სპორტ სტელს პაკის“ პაკეტში შევა გარეგნული ცვლილებები, როგორიცაა შავი ფერის რადიატორის ცხაური, სანისლე ფარების ფოსოები, ასევე კაპოტსა და წინა ფრთებში არსებული ჭრილები, გარე სარკეების ბუდეები. დამუქებულია მთავარი ფარები და უკანა გაბარიტული ფარები. შავადაა შეღებილი 21 და 22-დუიმიანი (არჩევანის შესაბამისად) ხუთწკირიანი ბორბლები.

„ახალი, „სტელს“ პაკეტის დამატებით, „რეინჯ როვერ სპორტი“ კიდევ უფრო ელეგანტური და მიმზიდველი გახდება. მყიდველს კი გაზრდილ არჩევანს შევთავაზებთ“, - ამბობს „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი და დასძენს, რომ ახალ პაკეტზე შეკვეთების მიღება გუდვუდის ფესტივალის შემდეგ დაიწყება.
ახალი პაკეტის შესახებ სხვა ინფორმაციას „ლენდ როვერი“ გუდვუდის პრემიერისთვის ინახავს. კომპანიას არაფერი უთქვამს იმაზე, შევა თუ არა პაკეტ „სტელსის“ ჩამონათვალში ინტერიერის ახალი ელემენტები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ამ პაკეტს იმ მყიდველს შესთავაზებენ, ვინც მოდიფიკაცია „HSE დაინემიკის“, ან „ავტობაიოგრაფი დაინემიკის“ შეძენას გადაწყვეტს.

No comments:

Post a Comment