Friday, May 2, 2014

„იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში წარმოებას წლის ბოლოს დაიწყებს

Jaguar Land Rover to start China production at the end of this year
2 მაისი
ეს ინფორმაცია ბრიტანულმა კომპანიამ პეკინის ავტო შუს დროს გააჟღერა. „იაგუარ ლენდ როვერი“ ჩინეთში საკუთარი ავტომობილების წარმოებას, იქაურ პარტნიორთან, „ჩერი ავტომობილთან“ ერთად, წლის ბოლოს დაიწყებს ჩანგშუს ქარხანაში, რომელიც ორივე კომპანიას ეკუთვნის. ერთობლივად გამოშვებული პირველი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ უგზოობის მოდელი იქნება, ოღონდ კონკრეტულად რომელი, ამაზე პეკინში არაფერი თქმულა.
„სასწაულია, რომ ძალიან მოკლე დროში, ამ ქარხანაში პირველი პროტოტიპების აწყობა დაიწყება. პირველი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ ფარეხიდან იქნება“, - ამბობს „იაგუარ ლენდ როვერის“ ჩინური შტოს პრეზიდენტი ბობ გრეისი და დასძენს, ქარხნის სიმძლავრე წლიურად 130 000 ავტომობილის გამოშვების საშუალებას იძლევა.
მისივე თქმით, ავტომობილი 2.0-ლიტრიანი და უფრო მცირელიტრაჟიანი ძღავებით აღიჭურვება. ეს კი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ჩინთში პირველ რიგში, კომპანიის ყველაზე გაყიდვად ავტომობილს, „რეინჯ როვერ ევოუკს“ გამოუშვებენ, რომელიც სულ რამდენიმე წელია, რაც „ლენდ როვერის“ საწარმოო პროგრამაში გამოჩნდა და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ასევე შესაძლებელია, რომ ეს იყოს ახლანდელი „ფრილენდერი“, თუმცა ეს ავტომობილი მალე შეიცვლება და ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, კომპანიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ბაზრისთვის, როგორიც ჩინეთია, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ახალ ქარხანაში ძველი მოდელის წარმოება დაიწყოს.
ჩინეთში წარმოების დაწყებას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: ჯერ ერთი, ამით ბრიტანული კომპანია გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას შეძლებს. მეორეც, გვერდს აუვლის იმ 25-პროცენტიან გადასახადს, რომლითაც ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილები იბეგრება. გგრეისის თქმით, ადგილზე გამოშვებული ავტომობილების ფასი დაახლოებით 15 პროცენტით შემცირდება.

No comments:

Post a Comment