Friday, April 4, 2014

შუმახერს იმედისმომცემი ნიშნები აქვს

Manager denies Schumacher recovery hopes fading
4 აპრილი
მიხაელ შუმახერის მენეჯერი საბინე კემი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის გამოჯანმრთელების შანსი მკვეთრად შემცირდა. ამ მოსაზრების საფუძველი გამოდგა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუმის მეუღლე კორინა შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებულ ვილას სამედიცინო სექციის დამტებას აპირებს, რომელსაც მიხაელის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებელი მოწყობილობით აღჭურვავს.
ყვითელ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კორინას მიხაელი შნ იმის გამო გადაჰყავს, რომ თითქოს, ექიმებს მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ აქვთ. კემმა არც ის ინფორმაცია დაადასტურა, რომ გრენობლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან შუმახერის გამოყვანა იგეგმება.
„გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ კორინა სახლის გადაკეთებას იწყებს, რათა იქ უიმედო მდგომარეობაში მყოფი მიხაელისთვის ადგილი მოაწყოს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთადერთი ცვლილება, რაც ვილაში ხორციელდება, იქ მიხაელის მამის, როლფისთვის საცხოვრებლის მოწყობაა.
კემმა ის ინფორმაციაც უარყო, რომელიც იუწყებოდა, რომ მიხაელი მუდმივად ხელოვნური უზრუნველყოფის რეჟიმშია გადაყვანილი. „მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ფიქსირდება ნიშნები, რომლებიც იმედს გვისახავს“, - ამბობს კემი.

No comments:

Post a Comment