Wednesday, April 2, 2014

შუმახერის მკურნალობა სახლში გაგრძელდება

Wife arranging to take Schumacher home
2 აპრილი
როგორც ჩანს, მიხაელ შუმახერის მკურნალობა მალე სახლში გაგრძელდება. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფ1-ის ლეგენდის მეუღლე კორინა სპეცალურ სამედიცინო აპარატურას ყიდულობს, რომელიც იმის საშუალებას მისცემს, რომ მიხაელის მკურნალობა შინ გაგრძელდეს.
„დეილი მეილის“ პუბლიკაციაში წერია, რომ კორინამ ეს გადაწყვეტილება მას შემდგ მიიღო, რაც ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა, მიხაელი ცხოვრების ბოლომდე ვერ გამოვიდეს კომიდან. შუმახერი უკვე სამი თვეა, გრენობლის (საფრანგეთი) უნვერსიტეტის ჰოსპიტალში, მართვად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ სამი თვის განმავლობაში, შუმახერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მაგრამ როგორც დოქტორი ჯერი ჰარტშტაინი, ფორმულა ერთის ყოფილი სამედიცინო დელეგატი ამბობს, იქ მუდმივად მისი დატოვება მალე შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჰოსპიტალში მიიღებენ იმავე საჭიროების მქონე სხვა პაციენტს, რომელსაც გამოჯანმრთელების მეტი შანსი ექნბა.
„მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები ყოველთვის დეფიციტშია. მათი საჭიროება ყოველთვის არსებობს მაღალია, მაგრამ პაციენტების იქ განთავსება ყოველთვის ვერ ხერხდება, რადგან საწოლების რაოდენობა საკმარისი არაა. არსებობენ ქრონკულად ავადმყოფი პაციენტებიც, როგორიცაა მიხაელი. ასეთები ტექნოლოგიებზე (სუნთქვითი რეჟიმის მხარდასაჭერი) არიან დამოკიდებულნი, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ. რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ  მიხაელის მდგომარეობა გაუმჯობესდბა“, - ამბობს ჰარტშტაინი.
როგორც ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებს, სწორედ მიხაელის ძველ მეგობარ ჰარტშტაინის რჩევით, კორინამ საშინაო სამკურნალო ოთახის მოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც უკვე დახარჯა 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 16.6 მილიონი ევრო). ასეთი ნაბიჯი მიხაელის ოჯახისთვის იმითაცაა ხელსაყრელი, რომ ყოველდღიურად გრენობლამდე დაახლოებით 250 კილომეტრის გავლა აღარ მოუწევთ.
ექიმები ამბობენ, რომ საფრანგეთიდან შვეიცარიაში პაციენტის ტრანსპორტირება პრობლემას არ წარმოადგენს. ეს სპეციალურად აღჭურვილი ვერტმფრენით მოხდება. 

No comments:

Post a Comment