Saturday, March 15, 2014

„შეუდარებელი“ რიკარდო

Ricciardo’s performance “unbelievable” – Horner
15 მარტი
ამ ეპითეტით ავსტრალიელი მრბოლი „რედ ბულის“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა მოიხსენია. დანიელ რიკარდომ კვალიფიკაცია მეორე ადგილზე დაასრულა და რომ არა ბოლო წამებზე ლუის ჰამილტონის გაბრწყინება, პირველივე რბოლაში მინი სენსაცია გამოცხვებოდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, „რედ ბულიც“ და მითუმეტეს ოზი მრბოლიც, კმაყოფილები დარჩნენ.
„დღეს დენი შეუდარებელი იყო. ის მთელი უქმეების განმავლობაში ძალიან ლაღად იყო, კვალიფიკაციის სამივე ეტაპზე კი აენთო და ახლა ქებას იმსახურებს იმისათვის, რომ მისთვის საშინაო და ჩვენი მანქანით სადებიუტო რბოლას, წინა რიგიდან დაიწყებს“, - განაცხადა ჰორნერმა.
ფაქტია, რომ რიკარდომ თავის კარიერაში საუკეთესო საკვალიფიკაციო შედეგი აჩვენა და ამას მისგან კი არა, ფეტელისგანაც არავინ ელოდა, რადგან ტესტების შემდეგ, „რედ ბულს“ მოწინვეთა შორის არავინ მოიაზრებდა. თავად წითელ ხარებშიც ასეთი განწყობა იყო. იგივე ჰორნერი დარწმუნებული იყო, რომ პირველ რბოლაში „მერსედესი“ ყველა დანარჩენს ერთი თავით აჯობებდა. რბოლა ჯერაც წინაა და შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, „რედ ბული“ სრულიად კონკურენტუნარიანად მოჩანს.
„ძალიან მიხარია. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ვერც კი ვიოცნებებიდით, რომ წინა რიგში ჩვენი მანქანა იდგებოდა. ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ. Q1-ში გამოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, მერე კი გაწვიმდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ახალი მანქანებით წვიმაში ასპარეზობამ მოგვიწია. ძალიან რთული რბოლა იყო, მაგრამ მან ბევრი სიამოვნება მომიტანა. ინჟინერი მუდმივად რადიოკავშირზე იყო და მეუბნებოდა, რომ კარგი ტემპი მქონდა. მისი წყალობით ვიცოდი, რომ პოულის შანსი მქონდა. მოკლედ, ძალიან სასიამოვნ საკვალიფიკაციო სესია გვქონდა“, - განაცხადა რიკარდომ.

No comments:

Post a Comment