Monday, March 31, 2014

ალონსომ იცის, რაში მოისუსტებს მისი „ფერარი“

Alonso says he knows where Ferrari F1 car needs to improve
31 მარტი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ იცის, რა უნდა გაუმჯობესდეს მის „ფერარიზე“, რათა მოწინავეებთან ჩამორჩენა აღმოიფხვრას. ესპანლმა სეპანგზე რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა და რბოლას კოშმარი უწოდა. მისი თქმით, მოსახვევებიდან გამოსვლისას, მანქანას ჩაჭიდება აკლდა. გარდა ამისა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის თქმით, მის ავტომობილს არც საკმარისი სიჩქარე აქვს.
„ჩაჭიდება არც ისე კარგი იყო. მოსახვევიდან გამოსვლისას, მართვა შეუძლებელი იყო. ჩემი მანქანის ჩაჭიდება „რედ ბულისასთან“, რომელიც ამ მხრივ საუკეთესოა, ახლოსაც ვერ მივა. თუმცა, ეს დეფიციტი მეტნაკლებად მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება სიჩქარეს, საიდუმლო არაა, რომ „მერსედესს“ ვერც შევედრებით. ისინი უსწრაფესები იყვნენ ავსტრალიაში, ბაჰრეინის ტესტებზე და აქ. მოკლედ, სამუშაო დაგვიგროვდა. ბაჰრეინს რბოლამდე ვეღარაფერს მოვასწრებთ, რადგან დრო აღარ გვაქვს. მაგრამ ჩინეთისა და ესპანთისთვის რაღაცის გაკეთება შეიძლება. აშკარაა, რაც გასაკეთებელია და როგორმე ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს ალონსო.
ალონსოს პირველ ორ რბოლაში, ნიკო ჰულკენბერგთან და „ფორს ინდიასთან“ უწევდა პაექრობა. არადა, ის და „ფერარი“ უმაღლესი ადგილებისთვის იბრძვიან. ესპანელი დარწმუნებულა, რომ მის გუნდს შესწევს მდგომარეობის გამოსწორების უნარი. და მოელის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდება.
„რა თქმა უნდა, ჩემპიონატი საუკეთესოდ არ დაგვიწყია. მაგრამ გუნდი უზარმაზარ სამუშაოს ატარებს იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირადად მე, პირველობისთვის ბრძოლას ვისურვებდი, მაგრამ ის ფაქტი, რომ თანგუნდელის წინ ხარ, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე შენგან ელიან. ლაპარაკი არ უნდა, რომ საქმეს გამოვასწორებთ. ჯერ მხოლოდ ორი რბოლა ჩატარდა. ახლა დაწვრილებით ვაანალიზებთ ჩვენი მანქანის მუშაობას და განვსაზღვრავთ თუ რა გვაქვს გასაუმჯობესებელი“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment