Friday, February 7, 2014

სულ სხვანაირი „ლენდ როვერ დიფენდერი“

New Land Rover Defender to Sport Radically Different Look
7 თებერვალი
ამ ლეგენდარული ავტომობილის მთავარი ღირსება არასდროს ყოფილა ლამაზი გარეგნობა და ეს მას ნაკლებად სჭირდებოდა, რადგან ბევრი მასში სწორედ დაკუთხულ, გაურანდავ ფორმებს აფასებდა, როგორც ყველგანმავლისთვის აუცილებელ თვისებას. თანაც, უხეში და არქაული ფორმები აგრესიის შემცველიც არ იყო. მაგრამ ასეთი „დიფენდერის“ ეპოქა დასრულდა და ბრიტანული კომპანია ამ საავტომობილო იკონის რადიკალურად შეცვლას აპირებს.
აი რას ამბობს „ლენდ როვერის“ დიზაინის დეპარტამენტის დირექტორი ჯერი მაკგოვერნი: „ახლანდელი „დიფენდერი“ არასდროს იყიდებოდა მისი დიზაინის წყალობით. წლების განმავლობაში, ის მცირედ იცვლებოდა. ახლა ჩვენ მის სრულიად ახალი და თანამედროვე ალტერნატივით შეცვლას ვაპირებთ. ისეთით, რომელსაც უკვე ვიცით, რომ კლასიკურისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობა ექნება“.
მაკგოვერნი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალ „დიფენდერს“ უნდა ჰქონდეს „სწორი პროპორციები, დამახასიათებელი სილუეტი და განსაკუთრებული მიმზიდველობა. ამასთან, „დიფენდერს“ არ უნდა გააჩნდეს გამოკვეთილად ფუნქციონალური შესახედაობა. ჩვენ საქმეს უფრო რთული კუთხით მივუდექით“.
ამასთან, მაკგოვერნი ამბობს, რომ შეიცვლება ახალი „დიფენდერის“ რანგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლანდელი მოდელისგან სრულიად განსხვავებულ საფეხურს დაიკავებს. მთავარი მიზანი ისაა, რომ თავიდანვე იმაზე გაცილებით მეტი „დიფენდერი“ გაიყიდოს, ვიდრე ახლა იყიდება. კერძოდ, თუ ამჟამად გაყიდვები 20 000-ზე ოდნავ მეტია, ახალი მოდელის გამოსვლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ უნდა გაიზარდოს. მაკგოვერნის თქმით: „ახალი ავტომობილი, თანამედროვეობისთვის უფრო აქტუალური უნდა იყოს“.

No comments:

Post a Comment