Tuesday, December 3, 2013

„რედ ბულ X2014“ კომპიუტერული თამაშისთვის

Red Bull X2014 revealed for Gran Turismo 6
3 დეკემბერი
კომპიუტერული თამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება დიდი ავტოკომპანიებისთვისაც კი, რომლებიც ამ თამაშების მომხმარებლებს შორის, თავიანთ მომავალ მყიდველებს ხედავენ. და იმისათვის, რომ მათი ყურადღება მიიქციონ და საკუთარ იმიჯს დამატებითი კოზირები შესძინონ, ამ თამაშებისთვის სპეციალურად ქმნიან ავტომობილებს. მაგალითად, ახლახანს „მერსედესმა“ და მისმა შვილობილმა AMG-მ, „სონი პლეისტეიშნ 3-ის“ თამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“ სპეციალურად შეიმუშავეს ვირტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ვიჟნ გრან ტურიზმო“, რომელიც შემდგ 1:1-ზე მასშტაბის მოდელის სახით დაამზადა კიდეც.

ახლახანს კი სამქიმიანებს, ფორმულა ერთში მათმა მეტოქემ, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა „რედ ბულმაც“ მიბაძა, რომელმაც კომპანია „პოლიფონი დიჯიტალთან“ ერთად, თავის ვირტუალურ სუპერ ავტომობილ X1-ის ახალი ვერსია (X2014) შექმნა. ისევე როგორც პირველი ვერსია, ახალიც „რედ ბულის“ მთავარ ინჟინერ ედრიან ნიუის ხელმძღვანელობით შემუშავდა.
„რედ ბულ X2014“ არის ფორმულა 1-ის ავტომობილი, როგორიც შეიძლებოდა დამზადებულიყო, ტექნიკური რეგლამენტი რომ არ არსებობდეს. GT6-სთვის ამ ავტომობილის სამი ვერსია „დამზადდება“. ფანების ავტომობილი, სახელად X2014/F, სტანდარტული - X2014/S და ჯუნიორი - X2014/J. ჯერჯერობით უცნობია, რა განსხვავებაა ამ სამ ვერსიას შორის.

No comments:

Post a Comment