Thursday, December 5, 2013

უიტმარში მომავალი სეზონის ფავორიტად „მერსედესს“ ხედავს

McLaren tips Mercedes as 2014 Formula 1 favourite
5 დეკემბერი

„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში, როცა ძალაში ახალი ტექნიკური რეგლამენტი შევა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი „მერსედეს-ბენცის“ საჯინიბო იქნება. გერმანული კომპანია და „ფერარი“ გამორჩეულები არიან იმ მხრივ, რომ ისინი საკუთარი წარმოების ძრავებს იყენებენ. ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმ პირობებში, რომ გუნდებს თავიანთი მანქანების რადიკალურად შეცვლა უწევთ. შეგახსენბთ, რომ ფ1 V6 ტურბო ძრავებზე გადადის.

გასულ სეზონში „მერსედესი“ „რედ ბულის“ მთავარი კონკურენტი იყო. მისმა პილოტებმა სამი რბოლა მოიგეს და საბოლოოდ, სამქიმიანებმა „ფერარისთან“ დაძაბულ პაექრობაში, კონსტრუქტორთა პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავეს. მათ მარანელოელებს ექვსი ქულით აჯობეს, გამარჯვებულ წითელ ხარებს კი 236 ქულით ჩამორჩნენ.
„მაკლარენი“ გერმანული კომპანიის ძრავებს იყენებს, თუმცა მომავალი სეზონის შემდეგ „ჰონდას“ აგრეგატებზე გადავა. უიტმარში თვლის, რომ „მერსედესს“ ყველა ინგრედიენტი აქვს იმისათვის, რომ რეგლამენტის ცვლილება ყველაზე ეფექტურად გამოიყენოს და ახალი სეზონის დასაწყისიდანვე ლიდერობა იგდოს ხელთ.
„შესაძლოა, მე ამას მიკერძოების გამო ვამბობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „მერსედესი“ უძლიერესი იქნება და ამის საფუძველიც გამაჩნია. მე ვიცი სამი კომპანიის შესაძლებლობები. „მერსედესი“ ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის, აქვს საუკეთესო აღჭურვილობა, ტექნიკური ბაზა და ჰყავს შესანიშნავი პერსონალი. ამ გუნდის შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, მაგრამ სხვებზე მეტი ამაში გამეგება და ასეთი ვარაუდის საფუძველსაც ეს მაძლევს“, - ამბობს უიტმარში.
ის ასევე თვლის, რომ ახალი წესები, მისი გუნდისთვისაც კარგი საშუალებაა იმისა, რომ მოწინავეთა შორის დაბრუნდეს: „რაც შეგვეხება ჩვენ, ვთვლი, თუ არა, რომ გამარჯვება შეგვიძლია? რა თქმა უნდა. ჩვენ სწორედ ამისათვის ვმუშაობთ და ამაზე ვართ ფოკუსირებული. ჩვენ მოგვწონს ცვლილებები. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ძველებურად მოწინავეთა შორის დავბრუნდეთ. ყოველთვის არსებობს იმის მოლოდინი, თუ როგორი შედეგი ექნება ჩვენს შრომას ზამთარში, მაგრამ ამჯერად მართლა კარგად მოვემზადებით“.

No comments:

Post a Comment