Sunday, December 29, 2013

შუმახერს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

Michael Schumacher in critical condition after skiing accident
29 დეკემბერი
მართალია, ინციდენტის შემდეგ და ჰოსპიტალში გადაყვანსას, მიხაელ შუმახერი გონებაზე იყო, მაგრამ მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, გრენობლის ჰოსპიტალში, თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, ფ1-ის შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობა კრიტიკულია და ის კომაში იმყოფება.
ჰოსპიტალის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შუმახერს თავის ტვინის მძიმე ტრავმა აქვს და კომაში იმყოფება, რის გამოც, სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. სახელოვანი გერმანელი მრბოლი საფრანგეთის ალპებში სრიალისას დაეცა და თავით ლოდს შეეჯახა, რამაც გამოიწვია კიდეც ტრავმა. თუმცა თავიდან მისი მდგომარეობა კრიტიკულად არ მიიჩნიეს.
ინციდენტი სამთო კურორტ მერიბელის ერთ-ერთ ურთულეს ტრასაზე სრიალისას მოხდა. 44 წლის შუმახერს თავზე დამცავი ჩაფხუტი ეკეთა, თუმცა შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ამან ვერ დაიცვა. სამაშველო ჯგუფი ადგილზე წუთებში მივიდა და 15 წუთში ის უკვე მუტიერის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ვერტმფრენით გადააფრინეს. მოგვიანებით კი ვერტმფრენითვე გრენობლში გადაიყვანეს, სადაც თავის ტვინის ტრავმების სპეციალური განყოფილებაა.

No comments:

Post a Comment