Thursday, November 7, 2013

„იაგუარის“ ალუმინის პლატფორმა „რეინჯ როვერის“ ახალი მოდელისთვის

Land Rover May Use Jaguar’s Alloy Platform for New Range Rover Model Larger than Evoque
7 ნოემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე კონცეპტუალურ ქროსოვერ C-X17-თან ერთად, „იაგუარმა“ თავისი სრულიად ახალი, ალუმინის არქიტექტურა წარადგინა, რომელზეც მალე არაერთ ავტომობილს დაამყნობს, მათ შორის ახალ სედანს, რომლითაც ბრიტანული კომპანია „ბეემვეს“ მე-3 სერიასთან კონკურენციას გეგმავს. არადა, თავად C-X17-ის ბედი ჯერაც გაურკვეველია. სამაგიეროდ, მისი ალუმინის პლატფორმის გამოყენიბით „იაგუარის“ ნთესავი „ლენდ როვერია“ დაინტერესებული, რომელმაც ის შეიძლება „რეინჯ როვერის“ გამის ახალი ავტომობილი სწორედ მასზე ააგოს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ ინფორმაციით, რომელიც წყაროდ „ლენდ როვერის“ ინკოგნიტო მენეჯერის ნათქვამს იყენებს, ახალი ავტომობილი, „რეინჯ როვერის“ გამაში, „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს. ამგვარად, „რეინჯ როვერის“ ძირითადი მოდელების რიცხვი ოთხამდ გაიზრდება. ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდებაა L560 და პლატფორმა სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ გახდება რენტაბელური.
ანალიტიკურ კომპანია „ბერნშტაინ რისერჩის“ ექსპერტ მაქს უორბარტონის თქმით, „ლენდ როვერის“ მარკეტოლოგების ვარაუდით, L560 წლიურად 80 000 ცალი გაიყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბრიტანული კომპანიის ბესტსელერი გახდება. ამასთან, ის იმავე პლატფორმაზე ბაზირებულ ნებისმიერ „იაგუარზე“ ძვირიც ეღირება.
ახალი პლატფორმის შესამუშავებლად, „იაგუარ ლენდ როვერმა“ ჯამში 1.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გაიღო. პლატფორმის მთავარი ღირსება ისაა, რომ ის ალუმინის ნაწარმია, რაც სიმსუბუქეს განაპირობებს. ამის წყალობით კი ავტომობილი ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და მისი დინამიკური მახასიათებლებიც უმჯობესდება. „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ L560 იქნება „ავტომობილი სტეროიდებზე“. ანუ შეიძლება ვარაუდი, რომ მას აგრესიული გარეგნობა ექნება.
დაბოლოს, ასევე სავარაუდოდ, L560 იმდენივე ეღირება, რამდენიც დიდი ზომის „ლენდ როვერ დისქავერი“.

No comments:

Post a Comment