Monday, October 7, 2013

ოჟიემ ჩემპიონობა გამარჯვებით აღნიშნა

Rallying-Ogier celebrates title with France win
7 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ თავის კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული ჯერ კიდევ საფრანგრთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთზე გასვლამდე გაინაღდა. ახალმა ჩემპიონმა 12.2 წამით აჯობა ესპანელ დანი სორდოს, რომელთანაც მხოლოდ 7.3 წამი წააგო ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. სამაგიეროდ, ლოებმა ხელმოცარულმა დატოვა რალის მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ლოებს და მის ნავიგატორ დანიელ ელენას ტრავმა არ მიუღიათ. 
სამაგიეროდ, ლოებმა ხელმოცარულმა დატოვა რალის მსოფლიო ჩემპიონატი - მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს (2004-12 წლები) პირველივე დღეს ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ლოებს და მის ნავიგატორ დანიელ ელენას ტრავმა არ მიუღიათ. „მარჯვენა სწრაფ მოსახვევში მანქანის კუდი გზას მოსწყდა და დავტრიალდი. საბოლოოდ, არხში აღმოვჩნდი. ამით ჩემი რბოლა დასრულდა. რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო რალის დასრულება მერჩივნა, მაგრამ სიტუაცია გეგმის მიხედვით არ განვითარდა“, - განცხადა ლოებმა, რომელმაც ამ სეზონში მხოლოდ ოთხ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მონტე კარლოს და არგენტინის რალი მოიგო, შვედეთში კი მეორე ადგილს დასჯერდა.
საინტერესოა, რომ რალის ახალ მსოფლიო ჩემპიონს ისევ სებასტიანი ჰქვია. ოჟიე სწორედ საფრანგეთში გახდა ოფიციალურად ჩემპიონი. კიდევ უფრო საიტერესოა, რომ ბოლო ოთხი სეზონია, რალისა და ფორმულა ერთში ჩემპიონობას ამ სახელის მქონე პილოტები აღწევენ - ფორმულა ერთში, ფეტელს ზედიზედ მეოთხე ტიტულამდე თითზე ჩამოსათვლელი ქულები აკლია.

„ჩემთვის ძალიან ემოციური რბოლა იყო. ტიტული პირველივე დღეს გავინაღდე, რის გამოც, რბოლისთვის განწყობა ცოტა გამიჭირდა. მაგრამ მერე ემოციები მოვთოკე და გუშინ ჩვეულ რიტმში დავბრუნდი. ამ დილით კი გარკვეულ ჰანდიკაპსაც მივაღწიეთ. საქმეს წვიმა და ტალახი ართულებდა, მაგრამ ეს მაინც შევძელით“, - განაცხადა ოჟიემ.

საფრანგეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი)         2:53:07.600
2. დანიელ სორდო (ესპანეთი, სიტროენი)                  +00:12.200
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი)       00:19.500
4. ტიერი ნოივილი (ბელგია, ფორდი)                           01:14.100
5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        03:10.900
6. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)                     03:37.700
7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი)     04:04.200
8. მადს ოსტბრეგი (ნორვეგია, ფორდი)                        04:35.200
9. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, სიტროენი)                09:31.400
10. რომენ დუმასი (საფრანგეთი, ფორდი)                   11:55.800


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 238 ქულა; 2. ტიერი ნოივილი - 143; 3. იარი-მატი ლატვალა - 125; 4. დანიელ სორდო - 117; 5. მიკო ჰირვონენი - 111; 6. მადს ოსტბრეგი - 81; 7. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) - 68; 8. ევგენი ნოვიკოვი - 57; 9. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) - 49; 10. ანდრეას მიკელსენი - 40...

კონსტრუქტორთა თასი

1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 339 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 259; 3. კატარ WRT - 157; 4. კატარ M-სპორტ WRT - 156; 5. აბუ დაბი სიტროენ ტოტალ WRT - 59; 6. ჟიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 51; 7. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 40; 8. ლოტოს WRC ტიმ - 20

No comments:

Post a Comment