Monday, October 7, 2013

„ტოიოტა კოროლამ“ ქრეშ ტესტი ჩააგდო

New Toyota Corolla Fails to Impress in IIHS Small Overlap Test
7 ოქტომბერი
მართალია, ევრო NCAP-ის ტესტებზე „ტოიოტა კოროლას“ კარგი შედეგები ჰქონდა, მაგრამ მისმა ამერიკულმა ვერსიამ, ამერიკის საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტის (IIHS) ქრეშ ტესტები ცუდი შედეგით დაასრულა. ამის მთავარი მიზეზი კი მცირე გადაფარვით შეჯახებისას დაფიქსირებული ცუდი შედეგებია. კერძოდ, ავტომობილმა შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ“ მიიღო, მაგრამ პლუსის გარეშე, რაც იაპონური კომპანიისთვის არასასურველი შედეგია.
მცირე გადაფარვით შეჯახებისას, ავტომობილი (მისი სიჩქარეა 64 კმ/სთ) უძრავ წინაღობას, თავისი წინა ნაწილის 25 პროცენტით ეჯახება, რაც ხესთან, ან კედლის კუთხესთან შეჯახების იმიტაციაა. ასეთი ტესტისას, „კოროლას“ მძღოლის თავი მარცხნივ მკვეთრად გაქანებისკენაა მიდრეკლილი, რის შედეგადაც უსაფრთხოების ბალიშს აღწევს, მას სცდება და კარის წინა საყრდენს, ან მაჩვენებლების დაფას ეჯახება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტესტები სულ 20 ავტომობილს ჩაუტარდა, რომელთა შორისაც, „კოროლას“ უშუალო კონკურენტებიცაა. მაგრამ „ფორდ ფოკუსმა“, „ჰიუნდაი ელანტრამ“, „დოჯ დარტმა“ და „ჰონდა სივიკმა“ კარგი შედეგები უჩვენეს. შესაბამისად, მათ შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ +“ დაიმსახურეს.
ინჟინრების ამოცანა მდგომარეობს იმაში, ამ ტიპის შეჯახებისას წარმოქმნილი კონცენტრირებული ენერგია გაფანტონ. ნაწილობრივ ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ავტომობილი წინაღობაზე გვერდულად გაცურდეს. ამ დროს, მისი ის ნაწილი, რომელიც უცხო სხეულს შეეჯახა, ძლიერ დეფორმირდება და ასე ენერგიის ნაწილს შთანთქავს და სამგზავრო სექციას აცილებს. რა თქმა უნდა, იდეალური შედეგების მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილების ინჟინრებმა სასურველ მიზანს მიაღწიეს.
„ტოიოტასთვის“ კი მცირე გადაფარვით შეჯახების ტესტები ნამდვილ წყევლად იქცა - „კოროლას“ გარდა, მასში „ქემრი“, „პრიუს V“ და RAV4-იც საშუალო შეფასებებს დასჯერდნენ. არადა, ყველა ავტომობილმა სხვა ტიპის შეჯახების ტესტებზე კარგი შედეგები მიიღო.


ვიდეო

No comments:

Post a Comment