Thursday, October 17, 2013

„მერსედესი“ „მაკლარენს“ კვლავ პრიორიტეტულ მომსახურებას გაუწევს

Mercedes says his common McLaren can expect engine parity in 2014
17 ოქტომბერი
„მერსედესი“ შეპირდა „მაკლარენს“, რომ მომავალ სეზონშიც, ძრავების მიწოდებისას, კვლავ პირველი კლასის მომსახურებას გაუწევს. როგორც ცნობილია, ბრიტანული საჯინიბო 2015 წლის სეზონიდან „ჰონდას“ ძრავების გამოყენებას იწყებს და არსებობს იმის საშიშროება, რომ იაპონური კომპანია, თავისი ძრავის შემუშავების პროცესში, თავისი მომავალი პარტნიორისგან, კონკურენტი კომპანიის სიახლეებზე საჭირო ინფორმაციას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ „მაკლარენი“ და „მერსედეს-ბენცი“ უკვე 19 წელია, ფორმულა ერთში პარტნიორები არიან. თუმცა, უოკინგელების ყველაზე წარმატებული ეპოქა სწორედ „ჰონდასთან“ თანამშრომლობას უკავშირდება. მაშინაც, ფ1-ში ტურბო ძრავების ეპოქა იყო და ახლაც, მომავალი სეზონიდან ისევ ტურბო ეპოქა ბრუნდება. გუნდები ატმოსფერულის ნაცვლად, V6 ტურბო აგრეგატებს გამოიყენებენ.
ბევრი საფუძვლიანად ფიქრობდა, რომ პარტნიორის შეცვლის გამო, სამქიმიანები უოკინგელებს პირველი ხარისხის (პარტნიორულ) მომსახურებას აღარ გაუწევდნენ. ცნობისათვის, ახალი სეზონიდან გერმანულ კომპანიას ახალი პარტნიორი - „უილიამსი“ ეყოლება. მის გარდა, გერმანულ ძრავებს „ფორს ინდიაც“ იყენებს.
მაგრამ „მერსედესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტოტო ვოლფმა ეს ვარაუდი უარყო: „ჩვენ და „მაკლარენს“ ერთობლივი მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ სათანადოდ მოვემსახუროთ. თანამედროვე ეპოქაში, განსხვავებული მახასიათებლების ძრავების გამოყენება დაუშვებელია. და რომც გვინდოდეს, ამას ვერ გავაკეთებთ. ასე რომ, „მაკლარენიც“ ზუსტად ისეთივე ძრავებს მიიღებს, როგორებსაც სხვებს მივაწვდით“.
ასევე ფიქრობს „მაკლარენის“ მმართველი დირექტორი ჯონათან ნილიც: „მე „მერსედესთან“ მრავალი წლის განმავლობაში მიმუშავია და კარგად ვიცნობ ამ გუნდს. წავიდა ის დრო, როცა შეუზღუდავი რაოდენობით ძრავების გამოყენება შეგვეძლო. სეზონზე მხოლოდ ხუთი ძრავით სარგებლობა შეგვიძლია. რაც შეეხება აგრეგატების ხარისხს, ყველა მათგანი ერთად კეთდება. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ A, B, ან C მოდელი. რა თქმა უნდა, დინამომეტრიულ სტენდზე გასინჯვისას, ყველა აგრეგატი ერთნაირ მონაცემებს არ ავლენს და უკეთესი საით წავა, კითხვებს არ ბადებს. მაგრამ ეს დიდ სხვაობას არ იძლევა და ამაზე ხმაურის ატეხვასაც არავინ აპირებს. პარიტეტულობა ისეთი რამაა, რაც „მერსედს-ბენცის“ რეპუტაციაზე მოქმედებს და ისინი თავიანთ ავტორიტეტს უფრთხილდებიან. ამიტომ, არაფრის შიში არ გვაქვს“.

No comments:

Post a Comment