Thursday, October 10, 2013

ალონსო: მასა რაიკონენზე ნელი არ არის

Fernando Alonso: Felipe Massa not slower in F1 than Kimi Raikkonen
10 ოქტომბერი
ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ კიმი რაიკონენი „ფერარის“ ბევრი ვერაფრით შეცვლის და მიაჩნია, რომ ფელიპე მასა თავის მომავალ თანაგუნდელზე ნელი არ არის. ამასთან ის დასძენს, რომ იტალიური საჯინიბოს შედეგები მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კონკურენტუნარიან მანქანას შექმნიან მარანელოში.
„კიმისთან ერთად, მომავალ სეზონში შეიძლება ძალიან კარგ შედეგებს მივაღწიოთ „ფერარისთვის“. თუმცა ვფიქრობ, რომ სიჩქარის მხრივ, ფელიპე მასზე ნელი არ არის. როცა ისინი ერთად იყვნენ, ფელიპე ისევე სწრაფი იყო, როგორც კიმი. ასე რომ, თუ კონკურენტუნარიანი მანქანა გვექნება, მაშინ საინტერესო სეზონს ჩავატარებთ და კარგ შედეგებსაც მივაღწევთ. თუ არა, მაშინ ამ სეზონის მსგავსი სიტუაცია გვექნება“, - ამბობს ალონსო.
ახლა, როცა „ფერარი“ მთლიანად მომავალი სეზონისთვის მზადებაზეა გადართული, ალონსო მაინც ფიქრობს, რომ დარჩენილ რბოლებში მოტივაციისთვის საკმარისზე მეტი მიზეზი აქვს: „რა თქმა უნდა, როცა ჩემპიონობის შანსს კარგად, მოტივაცია იოლი არ არის, მაგრამ ახლა მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, რაც არაა მაინცდამაინც სასიამოვნო. მაგრამ არიან მრბოლები, რომლებიც ჩემს უკან იმყოფებიან, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე და ასე შემდეგ. სამაგიეროდ, კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილისთვის ბრძოლა სერიოზული მიზანია. ძალიან მინდა, ფელიპესთან ერთად ავიდე კვარცხლბეკზე. ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გუნდმა ეს სიხარული დაიმსახურა. და ეს სამოტივაციოდ შესანიშნავი საბაბკია“.
ალონსო პატივს სცემს სებასტიან ფეტელის მიღწევებს და „რედ ბულის“გარჯას, რამაც გერმანელი მეოთხე ტიტულთან მიაახლოვა. მაგრამ მიაჩნია, რომ რამდენად ძლიერია ის, ამას მხოლოდ მისი კარიერის მეორე ნაწილში გავაცნობიერებთ: „ის სრულყოფილებასთან ახლოსაა. ტიტულს ვერავინ ეცილება. მაგრამ ფაქტია, რომ მის მიღწევებს მანქანის შესაძლებლობები დიდწილად განაპირობებს. ამიტომ, მისი კარიერის მეორე ნაწილში უფრო გამოჩნდება, რეალურად რისი უნარი აქვს. მაგრამ ხომ გახსოვთ, ჰამილტონმა თავის პირველივე სეზონში კინაღამ ტიტული მოიპოვა, მეორეშ კი ჩემპიონი გახდა, მაგრამ შემდეგ ვეღარაფერს იგებს. ხან გაქვს საჩემპიონო მანქანა, ხან - არა. ამჟამად ფეტელი და „რედ ბული“ საუკეთესო კომბინაციაა და მეტისმეტად კარგი ჩვენთვის“.

No comments:

Post a Comment