Sunday, October 13, 2013

მარია დე ვილოტა ტვინის ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

Autopsy shows 'natural' death for de Villota
13 ოქტომბერი
სევილიას პოლიციის და მედიკოსთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადგინა, რომ მარია დე ვილოტას სიკვდლი იმ ტრავმის შედეგია, რომელიც ესპანელმა მრბოლმა ერთი წლის წინ, ბრიტანეთში ჩატარებული ტესტებისას მომხდარი ავარიის შედეგად მიიღო. სიკვდილის მიზეზი, თავის ტვინში სისხლჩაქცევების შედეგად გამოწვეული გულის შეტევა გახდა.
გერმანული გამოცემა „ველტი“ ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, დე ვილოტას თავი მოეკლა - დაქსფორდის აეროდრომზე ტესტების შემდეგ მომხდარი იმ შემთხვევის შედეგად, მან მარჯვენა თვალი დაკარგა. მაგრამ მეორე მხრივ, დე ვილოტა სრულფასოვან ცხოვრებას ეწეოდა და საკუთარი ავტობიოგრაფიაც კი დაწერა, რომლის პრეზენტაციაც სწორედ სევილიაში, იმ დილით ჰქონდა დაგეგმილი, როდესაც სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს.
სიკვდილის გამომწვევ შესაძლო მიზეზთა შორის, ასევე ნარკოტიკებსაც ასახელებდნენ, მაგრამ პოლიციამ და გაკვეთამ ეს არ დაადასტურა. ქალაქის ჰოსპიტალში განცხადეს, რომ სიკვდილი მხოლოდ ბუნებრივმა მიზეზმა გამოიწვია. ამასთან, „მარუსიას“ ყოფილი პილოტის და, იზაბელ დე ვილოტა ადასტურებს, რომ მისი დის გარდაცვალება თავის ტვინის შარშანდელი ტრავმის შედეგია.

No comments:

Post a Comment