Sunday, September 8, 2013

„იაგუარ C-X17“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე

Jaguar C-X17 Sports Crossover is Out Of the Bag – New Photos Reveal All
8 სექტემბერი
ეს ავტომობილი მოვლენაა საავტომობილო სამყაროში, ისეთივე როგორი მოვლენაც თავის დროზე „პორშე კაიენის“ გამოჩენა იყო. კონცეპტუალური C-X17 არის „იაგუარის“ პირველი ქროსოვერი, რომელმაც ბრიტანული კომპანიის ცხოვრება რადიკალურად უნდა შეცვალოს. მართალია, ის ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური სახითაა, მაგრამ მალე აუცილებლად დადგება კონვეიერზე.
კონცეპტუალური ავტომობილის პირველად ხილვა ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება შესაძლებელი, თუმცა თავისი სიახლისადმი ინტერესის კიდევ უფრო გასაღვივებლად, „იაგუარმა“ მისი ფოტოები გაავრცელა. გარედან ავტომობილს ეტყობა, რომ ის ფაქტობრივად სერიული ავტომობილია. კონცეპტუალური თემები ინტერიერში დომინირებს, თუმცა ეს პრობლემა სულაც არაა იმ მხრივ, რომ ავტომობილი მალე დადგეს კონვეიერზე.
საინტერესოდაა გადაწყვეტილი ავტომობილის სახურავი, რომელიც გამჭვირვალეა და იმავდროულად, მზის ელემენტსაც წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ასეთი რამ სერიულ ავტომობილს არ ექნება, რადგან მის გაძვირებას გამოიწვევს. თუმცა ვინ იცის, პრემიუმ ავტომობილის ფასმა შესაძლოა ასეთი რამ აიტანოს და თუ „იაგუარი“ ასეთ თამამ ნაბიჯზე წავა, მაშინ ის მზის ელემენტების სერიულ ავტომობილებზე გამოყენების პიონერი გახდება.
დაკიდევ, „იაგუარი“ აცხადებს, რომ კონცეპტუალური სპორტული ქროსოვერი C-X17 პირველი ავტომობილია, რომელიც ახალ მოდულურ პლატფორმაზეა აგებული. ეს პლატფორმა ალუმინისაა, რაც მის სიმსუბუქეს განაპირობებს. ბრიტანული კომპანია მალე ამავე პლატფორმაზე ახალ სედანს გამოუშვებს, რომლითაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-3 სერიას უნდა გაუწიოს.

No comments:

Post a Comment