Monday, September 16, 2013

„პორშე 918 სპაიდერის“ ფრანკფურტული პრემიერა

2014 Porsche 918 Spyder Revealed in Production Trim
16 სექტემბერი
არაერთი კონცეპტუალური ვერსიის შექმნის, ტექნოლოგიების დახვეწის დაუსრულებელი პროცესისა და ტესტების პროცესში, არაერთხელ გაცნობის შემდოგ, ფრანკფრუტის მოტორ შოუზე, „პორშემ“ თავისი უახლესი სუპერ ავტომობილი, „918 სპაიდერი“ გაგვაცნო. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ეს ავტომობილი, „პორშეს“ მომავალი სპორტული მოდელების გენეტიკური კოდის მატარებელია. და რა თქმა უნდა, „918 სპაიდერი“ თავისი უახლესი ჰიბრიდული ტექნოლოგითაა გამორჩეული, რომელმაც მას ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის შვიდ წუთზე ნკლებში გავლის საშუალება მისცა.
ავტომობილის ბაზაში მოთავსებულია 4.6-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან ერთად, ავტომობილს ორი ელექტრო ძრავიც ემსახურება, რომელთაგან ერთის სიმძლავრე 156 ცხენის ძალაა, მეორისა კი - 129 ცხენის ძალა. ელექტრო ძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ, რომელსაც თხევადი გაგრილების სისტემა ემსახურება. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, ამ ბლოკის სრულად დასამუხტად 25 წუთია საკმარისი. შიდაწვის ძრავთან, ორქუროიანი გადაბმით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული.
ჰიბრიდული სისტემა ჯამში 885 ცხენის ძალას იძლევა, რისი წყალობითაც, სუპერ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, 200 კმ/სთ-ს 7.7 წამში აღწევს, 300 კმ/სთ-ს კი - 22.0 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 344 კმ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ ავტომობილს ხუთ სხვადასხვა რეჟიმში მუშაობა შეუძლია, რომელთა დროსაც, მაქსიმალურად იყენებს თავისი სამივე ძრავის პოტენციალს.
„918 სპაიდერს“ მარტო ელექტრო ძრავებით 16-32 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ დროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ შეიძლება იყოს. რაც შეეხება სტანდარტულ აჩქარებას (0-100 კმ/სთ), მისთვის თითქმის 7.0 წამია საჭირო. რაც შეეხება საწვავის ხარჯს, „პორშე“ ირწმუნება, რომ ასი კილომეტრის გასავლელად 3.0-3.3 ლიტრიც საკმარისია. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ელემენტების ბოკი სრულადაა დამუხტული.
პირველი რეჟიმია E-პაუერ: ამ რეჟიმში, „918 სპაიდერი“ ელექტრომობილია. ამ დროს, მას 16-32 კილომეტრის გავლა შეუძლია და ამ დროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ შეიძლება იყოს. რაც შეეხება სტანდარტულ აჩქარებას (0-100 კმ/სთ), მისთვის თითქმის 7.0 წამია საჭირო.
მეორე რეჟიმია ჰიბრიდული: ამ დროს სამივე ძრავი მიმდევრობით მუშაობს, რაც საწვავის მაქსიმალური ეკონომიის საშუალებას იძლევა. როგორც „პორშე“ ირწმუნება, ამ რეჟიმში, ასი კილომეტრის გასავლელად, სუპერ ავტომობილს 3.0-3.3 ლიტრიც ჰყოფნის. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ელემენტების ბოკი სრულადაა დამუხტული.
მესამე რეჟიმია სპორტ ჰიბრიდული: მუდმივად მუშაობს V8 შიდაწვის ძრავი, ელექტრო ძრავები კი მას აჩქარებისას ეხმარება. ამ დროს, ეკონომიურობა უარესდება, მაგრამ სამაგიეროდ, უმჯობესდება ავტომობილის დინამიკური მაჩვენებლები.
მეოთხე რეჟიმია სარბოლო ჰიბრიდული: ბენზინის ძრავი და კოლოფი მაქსიმალურად აგრესიულ რეჟიმში მუშაობს. ასევე პიკურ რეჟიმში მუშაობს ორივე ელექტრო ძრავიც. პარალელურად, როცა შიდაწვის ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე საჭირო არაა, ის ამ დროს, ელემენტების დამუხტვაზე მუშაობს.
მეხუთე რეჟიმია ცხელი წრე: ეგრეთ წოდებული საკვალიფიკაციო რეჟიმი. ამ დროს, შიდაწვის ძრავი ელექტრო ენერგიის გამომუშავებაზე არ ცდება და მთელ თავის პოტენციალს ბორბლების ტრიალს ახმარს, მას კი მაქსიმალური დატვირთვით მომუშავე ელექტრო ძრავები ეხმარება, რომლებიც მთლიანად გამოიმუშავებენ ელემენტებში დაგროვილ ენერგიას.
სტანდარტული „918 სპაიდერის“ საბაზო ფასია 781 550 ევრო, პაკეტ ვაიზახის (ვაიზახი პორშეს სატესტო ტრეკია) შეკვეთის შემთხვევაში, ფასი 853 155 ევრომდე იზრდება. ამ პაკეტში შედის მაგნიუმის ბორბლები, რომელთა წყალობითაც, მანქანა 35 კილოგრამით მსუბუქდება, უსაფრთხოების ექვსწერტილოვანი ღვედები, კარბონის კომპოზიტით დამზადებული აეროდინამიკური ელემენტები, ასევე თქვენი სურვილის შესაბამისად, მანქანა შეღებვის ნაცვლად, მსუბუქი აპკით იფარება.

No comments:

Post a Comment