Thursday, August 1, 2013

„ფერარი“ შეიძლება ლე მანს დაუბრუნდეს

Ferrari to decide on 2015 Le Mans prototype
1 აგვისტო
ლე მანის 24-საათიანი რბოლა და მისი სერია სულ უფრო პოპულარული ხდება. მასში ჯერჯერობით მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობს - „აუდი“ და „ტოიოტა“. მალე კი გამძლეობაზე რბოლების ფერხულში „პორშე“, „ნისანი“ და „ლოტუსი“ დაბრუნდებიან, „კატერჰემი“ ჩაებმება... მოკლედ, ინტერესი თანდათან იზრდება. და არაა გამორიცხული, რომ სპორტული პროტოტიპების რბოლებში მონაწილეობა „ფერარიმაც“ მოისურვოს.
ამ ეტაპზე, „ფერარი“ განიხილავს, თუ რამდენად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს მისი ლე მანზე მონაწილეობა. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ამ ინფორმაციას მარანელოელები ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა ერთი წლის წინ, „ფერარის“ ფ1-ის გუნდის შეფმა სტეფანო დომენიკალიმ არ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, მისი კომპანიის ლე მანით დაინტერესების თაობაზე.

„ახალი ტურბო ძრავი, რომელიც ფ1-ში გვექნება, სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამ ეტაპზე, უფრო მეტის თქმა არ შემიძლია“, - იტალიურ გაზეთ „ლა სტამპასთან“ საუბრისას განაცხადა დომენიკალიმ. გერმანული „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ კი ირწმუნება, რომ „ფერარი“ ლე მანზე LMP1 კლასის ავტომობილით მონაწილეობას 2015 წლიდან გეგმავს და ამ საკითხს „მთელი სერიოზულობით უდგება“. ცნობისათვის, ლე მანზე ბოლო გამარჯვება მარანელოელებმა 1965 წელს მოიპოვეს. სულ კი სარტეს ტრეკზე 9 რბოლა აქვთ მოგებული.

No comments:

Post a Comment