Tuesday, August 6, 2013

„ბეემვეს“ სტენდი ფრანკფურტის მოტორ შოუზე

This Is How BMW's Stand Will Look Like at Frankfurt
6 აგვისტო
ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იყო ცნობილი, რომ „ბეემვე“ მყიდველს ბევრ სიახლეს უმზადებდა. და ამ სიახლეების უმეტესობას საზოგადოება პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე იხილავდა. მაგრამ ბავარიელებმა ფრანკფურტამდე უკვე რამდენიმე მათგანი გაგვაცნეს და სავარაუდოდ, გამოფენაზე პირველად დასრულებული სახით გვიჩვენებენ სპორტულ ელექტრომობილ i8-ს.
გარდა ამისა, მათ საფრანკფურტოდ კიდევ ერთი სიურპრიზი მოამზადეს. ოღნდ, ამჯერად ლაპარაკია სტენდზე, რომელიც დამთვალიერებელს, კომპანიის სიახლეების და ელექტრომობილების მინი-ტესტის საშუალებას მისცემს. „ბეემვეს“ 2009 წლიდან ტრადიციად აქვს დიდ გამოფენებზე ტესტდრაივების მოწყობა. და ამ მხრივ გამორჩეული სწორედ ფრანკფურტი იქნება. „ბეემვეს“ სტენდზე მოეწყობა მინიატურული, S-ფორმის ტრეკი, რომელსაც ექნება აღმართები და დაღმართები. მისი სიგრძე კი 300 მეტრს მიაღწევს.
„IAA მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო გამოფენაა და მასზე ჩვენ უახლეს პროდუქტებს, ერთგვარად ემოციურ დონეზე წარვადგენთ. ჩვენი ახალი ავტომობილების დინამიკური პრეზენტაცია უჩვეულო ღონისძიებაა, რომელიც „ბეემვეს“ დაპირების - „სიამოვნებით საჭესთან“ უჩვეულო მატერიალიზაციაა“, - ამბობს „ბეემვეს“ ბრენდ მენეჯმენტის შეფი სტივენ ალტჰაუსი, ვინც ასევე ჯგუფის მარკეტინგსა და სერვისსაც უძღვება.
მისი თქმით, გამოფენაზე მინი ტესტირებით, კომპანია დამთვალიერებლებს ენთუზიაზმით განაწყობს, რაც მათ პირველ რიგში, სწორედ „ბეემვეს“ შოურუმებში მიიყვანს. კომპანიის მთავარი სიახლე, რა თქმა უნდა, ელექტრომობილი i3-ია, რომელიც უკვე გაგვაცნო ერთდროულად სამ ქალაქში მოწყობილი პრეზენტაციით. მისი გაყიდვები სწორედ ფრანკფურტის შემდეგ დაიწყება. ამ ავტომობილის გარდა, სტენდზე ასევე ნახავთ სრულიად ახალ, მე-4 სერიის კუპეს, ახალ X5-ს, სერიულ i8-ს და სხვას.

No comments:

Post a Comment