Tuesday, July 9, 2013

„რენო“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პარტნიორია

9 ივლისი
კომპანია „რენო“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პარტნიორი გახდა. საქმე იმაშია, რომ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ივნისი „მწვანე თვედ“ გამოაცხადა. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები. „მწვანე თვის“ ფარგლებში ორგანიზებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა დასუფთავების აქცია, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოეწყო. აქციაში სახელმწიფო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მედია, სტუდენტები, მოსწავლეები მონწილეობდნენ. სულ ღონისძიებებში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა მოხალისემ მიიღო.
კომპანია „რენოს“ სადილერო ცენტრის, „ფრანს ავტოს“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბერია: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გარემოსა ბუნებრივი რესურსების და დაცვის სამინისტროს პარტნიორები გავხდით და ქვეყნის გარემოს დაცვის ღონისძიებებში აქტიურად ჩავერთვებით. კომპანია „რენოს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენებაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ რენო მსოფლიო პიონერია ელექტრომობილების წარმოების დარგში. “
ინოვაციური ტექნოლოგიები და გარემოზე ზრუნვა, „რენოს“ განვითარების განუყოფელი ნაწილია. როგორც აღინიშნა, სწორედ „რენოა“ ის საავტომობილო ბრენდი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ელეტრომობილი და მომხმარებელს ელექტრომობილების სრული სამოდელო რიგი „კანგუ Z.E“, „ფლუენს Z.E.“, „ტვიზი“ და „ზოი“ ხელმისაწვდომ ფასებში შესთავაზა.
რაც შეეხება „რენოს“ დამოკიდებულებას გარემოს დაცვით საქმიანობასთან, უნდა აღინიშნოს რომ 1995 წელს ბრენდმა წამოიწყო აქტიური ეკოლოგიური კამპანია, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც გარემოზე წარმოების მავნე ზემოქმედების მინიმიზაციისკენ არის მიმართული.

No comments:

Post a Comment