Thursday, July 25, 2013

„სტელა“ - მზის საოჯახო ავტომობილი

STELLA — World’s First Solar Powered Family Car
25 ივლისი
მზე ენერგიის მუდმივი წყაროა, მაგრამ ავტომობილებისთვის მის ათვისებას, შესაბამისი ელემენტების სიძვირე უშლის ხელს. თანაც, ამ ელემენტებს საკმაოდ დიდი ფართობი ესაჭიროება. მაგრამ კომპანიები და ინსტიტუტები ამ თემაზე მუდმივად მუშაობენ და მზეზე მომუშავე ავტომობილების გარბენებსაც კი აწყობენ. ასე და ამგვარად, ისინი ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შეუპოვრად ცდილობენ მზის ენერგიის ავტომობილებზე დანერგვას.

ახლახანს, ჰოლანდიის ქალაქ აინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა, სახელად „სოლარ ტიმ აინდჰოვენ“, შეიმუშავა საოჯახო ავტომობილი, რომელიც მხოლოდ მზისგან ათვისებული ენერგიის ხარჯზე გადაადგილდება. ავტომობილს „სტელა“ დაარქვეს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსოფლიოში პირველი წარმატებული მზის ელექტრომობილი.

გარდა იმისა, რომ მთელი ოჯახის გადაყვენა შეუძლია, „სტელას“ კარგი საექსპლუატაციო მახასიათებლებიც აქვს - მისი მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს და დღის განმავლობაში, დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა შეუძლია. ავტომობილის სტრუქტურა ალუმინისგან დამზადდა, ძარა კი - კარბონის კომპოზიტისგან. ამიტომ, ის ძალიან მსუბუქი გამოვიდა. სახურავი ბრტყელი და ფართოა, რისი წყალობითაც, დიდი რაოდენობით ფოტოელემენტებს იტევს.

No comments:

Post a Comment