Monday, July 1, 2013

„ფერარი“ მომავალი სეზონის ლე მანზე? რატომაც არა...

Ferrari Could Adapt New F1 Engine for 2014 Le Mans
1 ივლისი
ახალი ძრავი, რომელიც ფორმულა ერთის ახალი რეგლამენტის შესაბამისად იქმნება, „ფერარიმ“ შეიძლება ლე მანის მომავალი წლის რბოლაში მონაწილეობისთვისაც გამოიყენოს. ასეთ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს იტალიური გაზეთი „ლა სტამპა“, რომელიც „ფერარის“ შეფ სტეფანო დომენიკალის ესაუბრა.

დომენიკალის თქმით, ამ ეტაპზე „ფერარი“ განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ახალი 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი სხვა სერიებშიც, მათ შორის, ლე მანის და მისივე სერიის შესაბამისი მანქანის შესაქმნელად გამოიყენოს. განიხილება ასევე სხვა პროექტებიც, ოღონდ მარანელოელთა შეფს ისინი არ დაუკონკრეტებია.
„ახალი ტურბო ძრავი, რომელსაც პირველად მომავალ სეზონში გამოვიყენებთ, ბევრი სხვა პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ოღონდ, ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს დომენიკალი.
სწორედ მომავალ სეზონში შეცვლის 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავი 2.4-ლიტრიან ატმოსფერულ V8-ს. ამ ცვლილების შემდეგ კი ფ1-ს ძრავების ერთი მიმწოდბელი - ბრიტანული „კოსუორტი“ გამოაკლდება. „რენომ“ უკვე წარმოგვიდგინა თავისი ტურბო აგრეგატი, უფრო ადრე, „მერსედესის“ ძრავის ფოტოები გავრცელდა. რაც შეეხება „ფერარის“ ძრავს, მის შესახებ ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იტალიური კომპანია მასზე გრაფიკის შესაბამისად მუშაობს.

No comments:

Post a Comment