Friday, July 26, 2013

ფორმულა 1-ში ალბათ პიტსტოპების მინიმალურ დროს დააწესებენ

Formula One considers minimum time for pitstops
26 ივლისი
ფორმულა ერთში შესაძლოა პიტსტოპების დროის მინიმალური ლიმიტი შემოიღონ. ამის მიზეზი, პიტსტოპების უსაფრთხოების გაზრდაა. ამ საკითხის აქტუალობა ნურბურგრინგზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიზარდა. ეს ინციდენტი მარკ ვებერს შეემთხვა, რომლის მანქანასაც დაძვრისას, ცუდად დამაგრებული ბორბალი მოძვრა, რომელმაც პიტლეინში უკონტროლოდ იგორავა და ტელერეპორტიორი დააზიანა.
გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, რბოლის დროს, პიტლეინზე გადაადგილება უკვე შეიზღუდა ფოტორეპორტიორებისა და ჟურნალისტებისთვის. ამასთან, მოსალოდნელია, რომ შეზღუდვები კიდევ გამკაცრდება.
საერთოდ, პიტლეინში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა, მაგრამ რბოლების სპეციფიკიდან გამომდინარე, აბსოლუტური უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ, საჭირო ხდება ახალი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც სწორედ ამათუიმ ინციდენტის შემდეგ ყალიბდება.
პიტლეინზე უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებათა შესახებ, FIA-ს დელეგატი ჩარლი უაიტინგი და გუნდების ხელმძღვანელები ბუდაპეშტში ისაუბრებენ და შესაძლოა, შეთანხმებას იქვე მიაღწიონ. მთავარი საკითხი დროის ლიმიტია. მაგრამ როგორც „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ რეპორტიორი მიხაელ შმიდტი ამბობს, ასეთ გადაწყვეტილებას ყველა არ დაეთანხმება. მისი თქმით, ლაპარაკია იმაზე, რომ პიტსტოპზე შესულმა მანქანამ, ბოქსის წინ, გაჩერებულ მდგომარეობაში, მინიმუმ ხუთი წამი გაატაროს. ამ შემთხვევაში, საჭირო აღარ იქნება საბურავების შეცვლის უსწრაფესად, რეკორდულ დროში განხორციელება და შეცდომების ალბათობაც შემცირდება.

No comments:

Post a Comment