Tuesday, May 14, 2013

„ბეემვე პინინფარინა გრან ლუსო“

New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Brings Back Memories of the 8-Series
14 მაისი

„ბეემვეს“ ბოლოს V12 ძრავით აღჭურვილი კუპე გამაში კარგა ხნის წინ ჰქონდა. მას შემდეგ, ბავარიული კომპანია თავის გამას ლამის ყოველწლიურად აფართოებს, მაგრამ დიდი კუპეს (მე-8 სერიის) არსებობა თითქოს დაივიწყა. თუმცა არა - კომპანიამ გამოაცხადა, რომ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგენს ერთჯერად კონცეპტუალურ ავტომობილ „გრან ლუსო კუპეს“, რომელიც „პინინფარინასთან“ ერთად შექმნა.

 „ეს ერთჯერადი ქმნილება მნახველს პირველი დანახვისთანავე მონუსხავს. მას იტალიური ექსკლუზიურობა და თანამედროვე დახვეწილი სტილი გამოარჩევს. დიზაინი მრავალფეროვანი, დახვეწილი ფორმებით და ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა. მასში გამოკვეთილია „ბეემვეს“ პროპორციები - გრძელი ბაზა, გაწელილი კაპოტი, მოკლე წინა და უკანა გადმონაკიდები და უკან დაწეული სალონი, რომელსაც უკან დაქანებული სახურავი აქვს - ეს ყველაფერი „ბეემვე პინინფარინა გრან ლუსო კუპეს“ უაღრესად დინამიურ იერს ანიჭებს“, - „ბეემვეს“ მიერ გამოქვეყნებულ რელიზში, ავტომობილი ასე ხატოვნადაა დახასიათებული.

ავტომობილის სილუეტის გარდა, გერმანულმა კომპანიამ სხვა ორი ფოტო ტიზერიც გამოაქვეყნა, რომლებზეც ავტრომობილის დეტალი ჩანს და საერთო დიზაინზე არაფერს გვეუბნება გარდა იმისა, რომ მანქანა V12 ძრავითაა აღჭურვილი. ეს უნდა იყოს 6.0-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი, რომლის სიმძლავრე 535 ცხენის ძალაა და რომელსაც 760Li-ზე იყენებენ.
დანარჩენს ჯერ ვილა დ’ესტეს კონკურსის დამთვალიერებელი ნახავს, შემდეგ კი - ჩვენც.

No comments:

Post a Comment