Monday, May 6, 2013

„ჰიუნდაიმ“ უგზოობის კომპაქტური „ტუსანი“ კორეისთვის გადაამუშავა


Hyundai Tosses the Wraps Off Redesigned 2014 Tucson ix in Korea
6 მაისი
„ჰიუნდაი“ მუდმივად განახლების პროცესშია. და როგორც ჩანს, მისი წარმატებების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ესა თუ ის მოდელი პოპულარობით სარგებლობს. თუ მასში თუნდაც მცირე სიახლის შეტანაა შესაძლებელი, ასეც კეთდება. მუდმივად იხვეწება კორპორატიული სტილიც. მოკლედ, კომპანია ტოტალური განახლების რეჟიმით მუშაობს.

ასეთი განახლება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უგზოობის „ტუსანს“ უკვე მეორედ ეხება. ამ ავტომობილის ევროპულმა ვერსიამ ფეისლიფტინგი ახლახანს გაიარა და ის ამ სახით ჟენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. კორეული ბაზრისთვის კი ავტომობილს მორიგი განახლება ჩაუტარდა, რის შემდეგაც, მისი წინა ნაწილი ახალ „სანტა ფეს“ დაემსგავსა.
სხვათა შორის, ასეთი სიახლე მოულოდნელი მაინც არაა, რადგან „სანტა ფეს“ მსგავსი რადიატორი ჰქონდა ფიჭური საწვავი უჯრედებით აღჭურვილ იმ ix35-ს (იგივე ტუსანს), რომელიც კორეულმა კომპანიამ სექტემბერში გაგვაცნო და რომლის მცირესერიულ წარმოებასაც გეგმავს.
აღნიშნული კოსმეტიკური ცვლილებების გარდა, კორეული „ტუსან ix“ თითქმის არ განსხვავდება ევროპულისგან. განახლებულ ავტომობილს აქვს ახალი თხევადკრისტალური ელემენტებისგან შემდგარი დღის მაშუქები, შეცვლილი წინა ბამპერი, რომელშიც ინტეგრირებულია სანისლე ფარები, ახალია გაბარიტული ფარები და ბორბლების მოყვანილობაც. გარდა ამისა, „ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ სალონში უფრო უკეთესი ხარისხის მასალებია გამოყენებული. საჭის მექანიზმში ინტეგრირებულია სისტემა „ფლექს სტიერ“, რომელსაც სამ - ნორმალ, კომფორტ და სპორტ რეჟიმში მუშაობა შეუძლია.
ევროპული სეხნიის მსგავსად, განახლებული „ტუსან ix“ აღჭურვილია სერია Nu-ს 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. მისი სიმძლავრე 164 ცხენის ძალას აღწევს. მის გარდა, კორეელ მყიდველს 2.0-ლიტრიანი, 182-ცხენისძალიანი ტურბო დიზელით აღჭურვილ ავტომობილსაც სთავაზობენ.

No comments:

Post a Comment