Tuesday, April 30, 2013

საიუბილეო „დიფენდერ LXV სპეშლ ედიშნ“

Land Rover Marks its 65th Anniversary with Defender LXV Special Edition
30 აპრილი
დღეს „ლენდ როვერს“ 65 წელი შეუსრულდა და გარდა იმისა, რომ იუბილარმა სპეციალური საზეიმო ღონისძიება მოაწყო, რომელზეც სატესტო ტრეკ პეკინგტონ ისტეიტზე 130-ზე მეტი მანქანა გამოფინა, ამ თარიღთან დაკავშირებით, „დიფენდერის“ სპეციალური ვერსია LXV-ც გაგვაცნო. აბრევიატურა LXV რომაული ნიშნებით, სწორედ 65-ს ნიშნავს.


საიუბილეო „დიფენდერი“ სტანდარტულ ვერსიაზეა ბაზირებული. ის აღჭურვილია 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 120 ცხენის ძალას და 360 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული.



გარეგნულად, LXV-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანია მისი შავი (სანტორინი ბლექ) ფერი, სახურავი კი რუხია. ასევე რუხ ფერადაა შეღებილი რადატორის არშია, ფარების ფოსოები. ავტომობილი 16-დუიმიან ალუმინის ბორბლებზე დგას. ინტერიერში ტყავით გაწყობილი სავარძლები დაგხვდებათ, რომლებსაც საკისრეებზე LXV აქვთ ამოტვიფრული. სავარძლებზე, საჭის რგოლსა და სიჩქარეების გადასართავი ბერკეტის ტყავით შეფუთულ ნაწილზე, ნაკერები ფორთოხლისფერი ძაფითაა შესრულებული.
ბრიტანეთში საიუბილეო „დიფენდერის“ ფასი 28 765 გირვანქა სტერლინგია.

No comments:

Post a Comment