Tuesday, April 16, 2013

ვებერი „პორშეში“, რაიკონენი „რედ ბულში“?

Webber signs five-year Porsche deal
Lotus plays down Raikkonen exit rumours
16 აპრილი
ჯერჯერობით, პადოკში ორივე ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზე ვრცელდება. თუმცა ფორმულა ერთში რომ ხშირად წარმოუდგენელი ჭორებიც კი მართლდება, ესეც ცნობილია. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ორ ინფორმაციას ცნობად მივიღებთ და მოვლენთა განვითარებას დაველოდებით. მითუმეტეს, ეგრეთ წოდებული სილი სეზონი ჯერ არ დაწყებულა.

და მაინც, რადიო ლე მანი, სანდო წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ვებერმა „პორშესთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩინეთის ეტაპის დროს ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბულში“ ავსტრალიელის ადგილს კიმი რაიკონენი დაიკავებს.
„პორშესთან“ ვებერის შესაძლო კავშირის შესახებ პირველად ხმები ჯერ კიდევ ავსტრალიაში გავრცელდა, თუმცა მაშინ ოზი მრბოლის გადასვლის საბაბი არ არსებობდა. მაგრამ მალაიზიური რბოლის შემდეგ, ეს საბაბიც გაჩნდა. ეს კი იმ დროს ხდება, როდესაც ვიცით, რომ მომავალი სეზონიდან „პორშე“ ლე მანის რბოლას უბრუნდება, სადაც არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. თუმცა, მას „პორშე“ არც უარყოფს. გერმანული კომპანია აცხადებს, რომ პილოტების ნაწილი უკვე ჰყავს, თუმცა ვაკანსიები ჯერაც რჩება და მათ შევსებაზე მოგვიანებით იზრუნებს. დაგეგმილია პირველი ტესტები, თუმცა მათში ვებერის მონაწილეობა არ იგეგმება. იქვე ნათქვამია, რომ „პორშემ“ შეიძლება ფ1-ის პილოტების აყვანაზეც იფიქროს, თუმცა ეს აუცილებელი არცაა.
რაც შეეხება რაიკონენს, „ლოტუსის“ შეფი ჟერარ ლოპესი ამბობს, რომ მის გუნდს ფინელი მრბოლის შენარჩუნება სურს: „ჩვენ გვინდა, რომ ის დარჩეს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე წასვლა არც მას სურს“. ლოპესი ფიქრობს, რომ შესაძლოა, რაიკონენის „რედ ბულში“ შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებული ხმები, ავსტრიული გუნდის მიერაა ინსპირირებული.

No comments:

Post a Comment