Saturday, March 30, 2013

„ტოიოტა“ საკუთარ მოდულურ პლატფორმას შექმნის

Toyota Wants to Follow in VW Group's Footsteps and Build its Own MQB Modular Platform
30 მარტი
თანამედროვე ავტოინდუსტრიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი მოგებაა, რაც თავის მხრივ, გაყიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული. ავტომობილის ხასიათი, ინდივიდუალობა უკანა პლანზეა გადაწეული, თუმცა ეს თვისებებიც გაყიდვების ზრდას განაპირობებს. თანამედროვე ტექნოლოგიები, ერთიდაიგივე მაკომპლექტებლების მაქსიმალურ ურთიერთშენაცვლობის წყალობით, წარმოების ფასის შემცირების საშუალებას იძლევა.
მაგრამ ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ რევოლუციური ტექნოლოგია დანერგა, რაც მის მეტოქეებს უპირობო აუტსაიდერებად გადააქცევს, თუ ისინი მსგავს სიახლეებს სასწრაფოდ არ დანერგავენ. სიახლე, რომელიც ვოლფსბურგელებს უზარმაზარ მოგებებს უქადის, მოდულური პლატფორმაა. მოგების გარდა, ის გერმანულ კომპანიას, რომელსაც მსოფლიო ლიდერობა სურს, კონკურენტებთან სოლიდურ უპირატესობასაც ანიჭებს.
მსგავსი პლატფორმების (ფოლკსვაგენს MQB პლატფორმის შექმნა 12 მილიარდი ევრო დაუჯდა) შექმნაზე უკვე მუშაობენ „ფორდი“ და „პეჟო-სიტროენი“. ამ ტრენდს კი მალე „ტოიოტაც“ გაჰყვება, რომელიც აქამდე, პლატფორმების უნიფიკაციის საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. იაპონურმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა უახლეს მოდულურ TNGA (ტოიოტა ნიუ გლოუბლ არქიტექჩა) პლატფორმაზე, რომელსაც სხვადასხვა კლასის ავტომობილებზე გამოიყენებს.
ოღონდ, ეს პროექტი თანდათან განხორციელდბა. მის პირველ ეტაპზე, ავტომობილებს მაკომპლექტებლების მხოლოდ 20-30 პროცენტი ექნებათ საზიარო. მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს ასცდება. ამგვარად, საჭირო აღარ იქნება ახალი მანქანის სრულიად ახლიდან შექმნა - ის ხომ ბევრ ნაწილს სხვა ავტომობილებისგან გაიზიარებს.
ასეთი ტექნოლოგია მისწრებაა მასობრივი მწარმოებლებისთვის, რომლებიც ხარისხიან, გამძლე და ძალიან პრაქტიკულ ავტომობილებს აწარმოებენ, რომელთა ნაკლი ისაა, რომ ინდივიდუალობა აკლიათ. სამაგიეროდ, როგორც „ტოიოტა“ ირწმუნება, ასეთი უნიფიკაციის დახმარებით, ახალი ავტომობილების შემუშავების დროს და ხარჯებს 20-30 პროცენტით შეამცირებენ. დაზოგილ თანხებს კი ისეთი ავტომობილების განვითარებას მოახმარენ, რომლებიც მყიდველს თავისი ინდივიდუალობითაც მიიზიდავს.

No comments:

Post a Comment