Thursday, March 28, 2013

„ფოლკსვაგენ გოლფი“ მსოფლიოს წლის ავტომობილია

Volkswagen Golf named 2013 World Car of the Year
28 მარტი
"ფოლკსვაგენის" ჯგუფის გლობალური დიზაინის დირექტორი
ვალტერ და სილვა ჯილდოთი ხელში

ნიუ იორკის ავტო შოუზე, კონკურს „მსოფლიოს წლის ავტომობილი“ ორგანიზატორებმა, გამარჯვებული გამოაცხადეს. საპატიო ჯილდო, „ფოლკსვაგენის“ მეშვიდე თაობის „გოლფს“ მიენიჭა. ეს ამ ერთ თვეში, ვოლფსბურგელთა ბესტსელერის მეორე მსგავსი აღიარებაა - ჟენევის მოტორ შოუზე, მას ევროპის წლის ავტომობილის წოდებაც მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენისთვის“ ეს ამ კონკურსში ზედიზედ მეორე გამარჯვებაა - შარშან წლის ავტომობილის წოდება „ფოლკსვაგენის“ უახლესმა ავტომობილმა Up!-მა დაიმსახურა. ისე კი, კონკურსი მსოფლიოს წლის ავტომობილი, 2005 წლიდან ტარდება.
გამოცხადდა სხვა ნომინაციების გამარჯვებულებიც. სპორტულ ავტომობილებში საუკეთესოდ „პორშე ბოქსტერი“ აღიარეს, ეკოლოგიურ ავტომობილებში, საუკეთესოს წოდება „ტესლა S-ს“ ერგო, საუკეთესო დიზაინის ნომინაციაში კი გამარჯვება „იაგუარ F-ტაიპს“ მიენიჭა.

No comments:

Post a Comment