Thursday, March 7, 2013

ფერფლიდან აღმდგარი „გუმპერტი“ ჟენევაში

Gumpert Rises From its Ashes and Appears at the Geneva Auto Show
7 მარტი

შვედური „კიონიგსეგისგან“ განსხვავებით, სუპერ ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ „გუმპერტს“ დალხენილი ცხოვრება არ აქვს - შარან თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. მაგრამ შემდეგ ახალი ინვესტორი (მისი ვინაობა არ ქვეყნდება) გამოუჩნდა, რომელმაც კომპანიას ახალი სული შთაბერა. ამის აღსანიშნავად, „გუმპერტმა“ ჟენევის მოტორ შოუზე მომცრო პავილიონი დაიქირავა.

მართალია, კომპანიას დამთვალიერებლისთვის ახალი არაფერი შემოუთავაზებია - მის სტენდზე კარგად ნაცნობი „აპოლო“, უცვლელი სახით დგას, მაგრამ ამ გამოსვლით, „გუმპერტმა“ თავის თაყვანისმცემლებს თავი შეახსენა. და შესაძლოა, იმის იმიდეც აქვს, რომ შინ შეკვეთების პაკეტით დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ „აპოლო“ „აუდის“ წარმოების 4.2-ლიტრიანი წყვილ ტურბო დამჭირხნიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის საბაზო ვერსიაც 650 ცხენის ძალას 850 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. „აპოლოს“ ადგილიდან ასამდე აჩქარება 3.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ს აღწევს.
ჟენევაშივე, „გუმპერტმა“ გამოაცხადა, რომ აუცილებლად დაიწყებს მოდელ „ტორნანტეს“ წარმოებას, რომელიც კონცეპტუალური სახით, ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა.

No comments:

Post a Comment