Sunday, February 3, 2013

„ფორდის“ გაყიდვები 22 პროცენტით გაიზარდა

Ford sales rise 22%, paced by Fusion’s 65% gain
3 თებერვალი

...და ეს შესანიშნავი შედეგი, მეტწილად სედან „ფიუჟნის“ დამსახურებაა, რომელიც იანვარში 22 399 ცალი გაიყიდა. ანუ, „ასტონ მარტინის“ სტილში შესრულებული განახლებული ავტომობილის გაყიდვები 65 პროცენტით გაიზარდა. სულ კი, წლის პირველ თვეშ, ამერიკულმა კომპანიამ 165 863 ავტომობილი გაჰყიდა.

„დილერები ამბობენ, რომ „ფიუჟნის“ საკმარისი მარაგი გააჩნიათ, რაც მათ ბუმისებრი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ეხმარება. ჩვენი ვარაუდით, გაყიდვების ტემპი ჯერ არ უნდა შენელდეს“, - ამბობს „ფორდის“ ვიცე პრეზიდერნტი, კენ ჩუბაი, ვინც კომპანიის ამერიკული შტოს გაყიდვებს, მარკეტინგსა და სერვისს განაგებს.
არანაკლებ კარგად იყიდება „ფორდის“ მთავარი „დამრტყმელი ძალა“ – F-სერიის პიკაპები, რომელთა გაყიდვებიც ასევე 22 პროცენტით გაიზარდა. 16 პროცენტით არის გაზრდილი სამოდელო გამაში პოპულარობით მესამე ადგილზე მდგარი ქროსოვერი „ისკეიპი“. ჩუბაის თქმით, გაყიდვების ზრდის ტემპით, ეს ამ საუკუნეში საუკეთესო იანვარია. ასევე 22 პროცენტით გაიზარდა „ფიესტას“ გაყიდვები, „ფოკუსისა“ და ქროსოვერ „C-მაქსისა“ კი - 12 პროცენტით.
რამდენიმე მოდელის გაყიდვების ზრდა, ფასდაკლებების მოქნილმა სისტემამ განაპირობა. ამ ფასდაკლებათა მოქმედება 4 თებერვალს დასრულდება. თუმცა, ამერიკული კომპანია იმედოვნებს, რომ ეს გაყიდვების ტემპს არ შეაფერხებს. ცისფერი ოვალი იმედოვნებს, რომ „ფიუჟნის“, „ისკეიპისა“ და F-სერიის პოპულარობა, ამერიკის ბაზარზე დაკარგული წილის დაბრუნებაში დაეხმარება. ცნობისათვის, 2011 წელს მისი წილი 16.8 პროცენტი იყო, შარშან კი ის 15.5 პროცენტამდე შემცირდა. ბრენდ „ფორდის“ შესაბამისი მონაცემები კი არის 16.1 და 14.9 პროცენტი.
იმ დროს, როდესაც „ფორდის“ ემბლემით წარმოებული ავტომობილების გაყიდვები იზრდება, საპირისპირო მიმართულება აქვს პრემიუმ სეგმენტის „ლინკოლნს“, რომელმაც იანვარში მხოლოდ 4 191 ავტომობილის გაყიდვა შეძლო (კლება 18 პროცენტი). ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ ყოვნდებოდა სედან MKZ-ის მიწოდება. ამასაც ობიექტური მიზეზი აქვს - დილერები ძველი MKZ-ის მარაგის ამოწურვას ცდილობენ, რათა რაც შეიძლება მალე შეძლონ ახლის გაყიდვების დაწყება.

No comments:

Post a Comment