Wednesday, December 12, 2012

„პრაგა R1“ - ჩეხური სუპერ ავტომობილი ფრანგული გულით (ვიდეო)

Praga R1 with Renaultsport engine revealed
12 დეკემბერი
ჩეხურმა კომპანია „პრაგა ქარზმა“, რომელიც სარბოლი ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული, თავისი სარბოლი ავტომობილი R1 „რენოს“ სპორტულ შტო „რენოსპორტის“ ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვა, რომელიც 7500 ბრ/წთ-ზე მაქსიმუმ 210 ცხენის ძალას იძლევა. ძრავი ატმოსფერულია და მის მიერ გამომუშავებული მამოძრავებელი ძალა, 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის (ჰიულანდის წარმოების JFR) გავლით, უკანა ბორბლებს მიეწოდება.



ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4170 მილიმეტრი, სიგანე 1800 მილიმეტრი, სიმაღლე 995 მილიმეტრი. R1-ის წონა მხოლოდ 590 კილოგრამია, ანუ ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ 2.8 კილოგრამი (ყოველ პირობით ტონაზე 356 ცხენის ძალა) მოდის. სიმსუბუქეს კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკი განაპირობებს. მონოკოკს აქვს ენერგოშთანმთქმელი ზონები, რომლებიც შეჯახებისას წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის დიდ ნაწილს ითვისებს და ამგვარად, პილოტს იცავს. ამასთან, მისი კონსტრუქცია ისეთია, რომ ნებისმიერი ნაწილით შეჯახებისას, დარტყმის ძალას მთელ ტანზე ანაწილებს და ამგვარად, მის კონცენტრაციას ამსუბუქებს.




ავტომობილი აღჭურვილია „კონის“ ამორტიზატორებით, თვითბლოკირებადი დიფერენციალით, სპეციალური სარბოლი სავარძლებით, რომლებსაც ექვსწერტილოვანი ღვედები აქვს, გადაცემის საფეხურების პნევმატური გადამრთველით, „ზაქსის“ გადაბმის ქუროთი, „AP რეისინგის“ წარმოების სამუხრუჭე სისტემით, საწვავის ხანძრისადმი მედეგი ავზით და რა თქმა უნდა, ხანძარმქრობი სისტემით.



ორადგილიან „პრაგა R1-ს“ გავლილი აქვს FIA-ს ჰომოლოგაცია, რაც ამ ავტომობილს, ბრიტანულ GT სერიასა და დაიტონას 24-სათიან რბოლებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს. ამასთან, მყიდველს შეუძლია, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიაც შეუკვეთოს. ამ შემთხვევაში, ავტომობილის ღირებულება 98 000 ევრო იქნება.



ვიდეო

No comments:

Post a Comment