Thursday, December 31, 2015

„ფიატმა“ შეიძლება სახელი „ტოპოლინო“ ბაზარზე დააბრუნოს

Fiat Topolino nameplate could be revived – Report
31 დეკემბერი
„ფიატმა“ თავისი მივიწყებული მოდელი 500 ბაზარზე 2007 წელს დააბრუნა. და მას შემდეგ ეს ავტომობილი საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამას მოჰყვა „ფიატ ტიპოს“ და „ფიატ 124 სპაიდერის“ დაბრუნება და ბაზარმა ისინიც კარგად მიიღო. და როგორც ჩანს, ტურინელებს მადა ჭამაში მოუვიდათ - გავრცელებული ინფორმაციით, ისინ კიდევ ერთი ძველი სახელის, „ტოპოლინოს“ დაბრუნებას აპირებენ.

„ბუგატი შირონის“ მაქსიმუმი 467 კმ/სთ იქნება

Bugatti Chiron capable of hitting 467 km/h (290 mph) – Report
31 დეკემბერი
როგორც ჩეხური გამოცემა „მაგაზინ პროდრაივერ CZ“ იუწყება, „ბუგატის“ უახლეს ჰიპერ ავტომობილ „შირონის“ მაქსიმალური სიჩქარე 467 კმ/სთ-ს მიაღწევს. ეს ინფორმაცია გამოცემამ კომპანიის იმ პოტენციური მომხმარებლებისგან მოიპოვა, ვისაც ამ ავტომობილის პრივატულ წარდგენაზე დასწრების საშუალება მიეცა.