Saturday, December 26, 2015

„ტესლა“ ორ წელიწადში ავტონომიურ ავტომობილს გვპირდება

Tesla Plans To Launch Fully Autonomous Car Within The Next Two Years
26 დეკემბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ „ტესლა მოტორის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ელონ მასკი ამბობს, რომ ავტონომიური მოდელები მალე დაიმკვიდრებენ თავს საავტომობილო ბაზარზე. გამოცემა „ფორჩუნთან“ საუბრისას, მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის პირველი ავტონომიური ავტომობილი მზად 2017 წლის მიწურულს იქნება, თუმცა კიდევ მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება იმას, რომ ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია კანონით იქნას დაშვებული. უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ ზოგიერთი იურიდული საკითხის მოგვარებას, ხუთი წელიც კი შეიძლება დასჭირდეს.

სერბული კომპანიის ამბიციური გეგმები

26 დეკემბერი
სერბეთში მუშაობა დაიწყო ახალმა საავტომობილო კომპანიამ, სახელად „აქოსმა“, რომელიც კომპაქტური და უგზოობის, ასევე სუპერ ავტომობილების წარმოებას გეგმავს. გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ ინფორმაციით, სერბული კომპანია თავის პირველ ავტომობილებს ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს.

„სუბარუ“ ტოიკიოს ავტო სალონზე STI-ს სამ კონცეპტ ვერსიას წარადგენს

Subaru is bringing a trio of STI concepts to the Tokyo Auto Salon
26 დეკემბერი
ტოკიოს ავტო სალონისთვის, „სუბარუ“ და მისი დივიზიონი STI (სუბარუ ტექნიკა ინტერნეიშნლ), სამ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელთაგან ერთი პოპულარულ კუპე BRZ-ზეა ბაზირებული. ამ სამეულიდან, იაპონურმა კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გაგვაცნო - „STI პერფორმენს კონცეპტი“ (ფოტოზე), რომელიც პირველად აპრილში, ნიუ იორკის ავტო შოუზე ვიხილეთ. დანარჩენი ორი კი კომპანიის გარეთ ჯერ არავის უნახავს.