Tesla Plans To Launch Fully Autonomous Car Within
The Next Two Years
26 დეკემბერი
ელექტრომობილების მწარმოებელ „ტესლა მოტორის“
დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ელონ მასკი ამბობს, რომ ავტონომიური
მოდელები მალე დაიმკვიდრებენ თავს საავტომობილო ბაზარზე. გამოცემა „ფორჩუნთან“
საუბრისას, მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის პირველი ავტონომიური ავტომობილი
მზად 2017 წლის მიწურულს იქნება, თუმცა კიდევ მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება იმას,
რომ ასეთი ავტომობილების ექსპლუატაცია კანონით იქნას დაშვებული. უფრო მეტიც, ის
ამბობს, რომ ზოგიერთი იურიდული საკითხის მოგვარებას, ხუთი წელიც კი შეიძლება
დასჭირდეს.