Friday, December 25, 2015

„ლამბორგინი ჩენტენარიო“ „ავენტადორის ბაზაზე დამზადდება

Lamborghini Centenario Might Be Based On The Aventador, Winkelmann Says
25 დეკემბერი
„ლამბორგინი“ ახალ სუპერ ავტომობილზე მუშაობს, რომელიც მისი დამაარსებლის, ფერუჩო ელიო არტურო ლამბორგინის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. და როგორც კომპანიის შეფმა სტეფან ვინკელმანმა მიანიშნა, ეს ავტომობილი არა „ურაკანის“, არამედ „ავენტადორის“ ბაზაზე აიგება. მისი თქმით, როცა ავტომობილის წარმოება ძალიან შეზღუდული რაოდენობით იგეგმება, მაშინ ინჟინრები საფუძვლად „ავენტადორს“ იღებენ.

ფ1-ში მონცას შესანარჩუნებლად კანონის შეცვლაა საჭირო

Law Change Could Save The Famous Italian F1 Grand Prix At Monza
25 დეკემბერი
დიდი შანსია იმისა, რომ მონცას ავტოდრომი კვლავაც შეძლებს ფორმულა 1-ის მასპინძლობის შენარჩუნებას. ავტოდრომს ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებთან მიმდინარე კონტრაქტი, მომავალი სეზონის ბოლომდე აქვთ. და თუ მისი განახლება არ მოხერხდა, მაშინ ფ1 ლეგენდარულ ტრეკს დაკარგავს. ბერნი ეკლსტოუნი უკვე დიდი ხანია, კონტრაქტის განახლებას ცდილობს, მაგრამ მონცა ფინანსურ გარანტიებს ვერ იძლევა.