Sunday, December 20, 2015

„რენო“ მოდელ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიასაც გამოუშვებს

Renault Megane Will Get a Sedan Version in 2016
20 დეკემბერი
„რენო“ მეოთხე თაობის ჰეჩბეკ „მეგანის“ სედანისძარიან ვერსიას, მომავალი წლის დასაწყისიდან გამოუშვებს. ამის შესახებ, ჰეჩბეკ „მეგანის“ მთავარმა ინჟინერმა ფაბრის გარსიამ, ავსტრალიურ გამოცემა „მოტორინგთან“ საუბრისას განაცხადა. მანვე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ იგეგმება „მეგანის“ სამკარიანი და ღია ვერსიების გამოშვება.

„ლამბორგინი ურაკანის“ გამა ახალი ვერსიებით შეივსება

Lamborghini Huracán range to expand with new models
20 დეკემბერი
„ლამბორგინის“ მთავარ აღმასრულებელ სტეფან ვინკელმანის თქმით, მოდელ „ურაკანის“ ვერსიების გამა მალე მინიმუმ ხუთამდე გაიზრდება. ახალი, უკანა ამძრავიანი LP580-2-ის გამოსვლის შემდეგ, „ურაკანის“ ვერსიების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ეს ოთხეულია: „LP610-4 კუპე“, „LP610-4 სპაიდერი“, „LP620-2 სუპერ ტროფეო“ და ზემოთ ნახსენები LP580-2.

„ოპელი“ ახალ GT-ს 2018 წელს გამოუშვებს

Opel Reportedly Developing All-New GT Sports Car For 2018
20 დეკემბერი
კონცეპტი ოპელ მონცა
„ოპელი“ ჟენევის მოტორ შოუზე პრემიერისთვის ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელსაც, კომპანიის შეფ კარლ-თომას ნოიმანას თქმით, ამ ეტაპზე ალბათ არავინ ელის. მას არ დაუზუსტებია, რა ტიპის ავტომობილზე აქვს ლაპარაკი. არაოფიცალური ინფორმაციით, ეს უნდა იყოს ახალი GT, რომელიც არა 2007-2009 წლების GT-ს შთამომავალია, არამედ ამავე სახელის მქონე ორადგილიანი ავტომობილისა, რომელსაც რიუსელსჰაიმელები 1968-1973 წლებში აწარმოებდნენ.

„ტორო როსო“ მუშაობის მეთოდებს ცვლის

Toro Rosso F1 team changing working methods after 2015 troubles
20 დეკემბერი
„ტორო როსოს“ შეფი ფრანც ტოსტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს მუშაობის მეთოდების შეცვლა მოუწევს იმისათვის, რომ მისმა პილოტებმა პელოტონში წინ წაწევა შეძლონ. გასული სეზონის დასაწყისში, იტალიურმა გუნდმა კონსტრუქტორთა პირველობაზე მეხუთე ადგილის დაკავება დაისახა მიზნად, თუმცა მეშვიდეს დასჯერდა. მართალია, ამის მთავარი მიზეზი, „რენოს“ სუსტი და არასაიმედო აგრეგატი იყო, მაგრამ ტოსტი ამბობს, რომ „ტორო როსოსაც“ აქვს მუშაობა დასახვეწი.

„ფორდ რეინჯერი“ ევროპაში ყველაზე გაყიდვადი პიკაპია

Ford Ranger Is Europe's Best-Selling Pickup Truck
20 დეკემბერი
ევროპის კონტინენტზე, პიკაპების სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი, „ფორდის“ მოდელი „რეინჯერია“. ამერიკულ კომპანიას აქ პირველ 11 თვეში უკვე 25 500 „რეინჯერი“ აქვს გაყიდული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 32 პროცენტით მეტია. ახლანდელი თაობის მოდელის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ (2011 წელს), ცისფერი ოვალის წილი ევროპის პიკაპების სეგმენტში, 11.7-დან 23.5 პროცენტამდე გაიზარდა.

„კადილაკი“ აქცენტს წყალბადზე აკეთებს

Cadillac's Chief Marketing Officer: "Hydrogen Is the Future, Current EVs Make No Sense"
20 დეკემბერი
„კადილაკის“ მარკეტინგის შეფი უვე ელინგჰაუსი თვლის, რომ მომავალი წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისაა, რადგან ელექტრომობილებისთვის საჭირო ენერგიის უდიდესი ნაწილის გამომუშავებას, მაინც ორგანული საწვავი სჭირდება. ეს კი ნიშნავს, რომ ახლანდელი ელექტრომობილები, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება გარემოს დამბინძურებლებად ჩაითვალოს.