Tuesday, December 15, 2015

კონკურს ევროპის წლის ავტომობილის ფინალისტები

2016 European Car Of The Year Finalists Might Surprise You
15 დეკემბერი
კონკურს „ევროპის წლის ავტომობილის“ ჟიურიმ, კონკურსში მონაწილე 40 ახალი ავტომობილიდან, შვიდი ფინალისტი აირჩევა, რომელთა შორისაც საუკეთესოს გაზაფხულზე დაასახელებს. აღსანიშნავია, რომ ფინალისტთაგან ოთხი პრემიუმ ავტომობილია. მათ შორისაა: „აუდი A4“, „ბეემვე მე-7 სერია“, „იაგუარ XE“, „მაზდა MX-5“, „ოპელ/ვოქსოლ ასტრა“, „შკოდა სუპერბი“ და „ვოლვო XC90“.

ჯეი ლენო დართ ვეიდერის ავტომობილით ჯეი ლენოს გარაჟში

Jay Leno Drives Hot Wheels' Real Darth Vader Car On LA Streets
15 დეკემბერი
მალე მსოფლიოს კინოთეატრების ეკრანებზე, ვარსკვლავური ომების ახალი ფილმი გამოვა და ამ მოვლნსთან დაკავშირებით, ცნობილმა ტელეწამყვანმა, კომიკოსმა და ავტომობილების კოლექციონერმა ჯეი ლენომ, საკუთარ გადაცემა „ჯეი ლენოს გარაჟში“, დართ ვეიდერის ავტომობილი წარადგინა, რომელიც ახალ ფილმში მონაწილეობისთვის არ შექმნილა.

ახალი „ლენდ როვერ დიფენდერი“ 2018 წელს გამოვა

2019 Land Rover Defender Confirmed, Coming with Five Body Styles
15 დეკემბერი
„ლენდ როვერი“ მალე ლეგენდარული ძველი „დიფენდერის“ წარმოებას შეწყვეტს და მალევე, კერძოდ კი 2018 წელს, ბაზარზე ახალს გამოიტანს, რომელსაც მყიდველს ხუთი განსხვავებული ძარით შესთავაზებს. კომპანიის მარკეტოლოგთა გათვლებით, ახალი ავტომობილი წლიურად 100 000 ცალი გაიყიდება. შედარებისთვის, ახლანდელი თაობის „დიფენდერი“ წლიურად მხოლოდ 10 000 ცალი იყიდება.

დანიელ რიკარდო: „მერსედესი“ ძალიან წინაა

Daniel Ricciardo Thinks Mercedes Still 'Too Far' Ahead
15 დეკემბერი
„რედ ბულის“ პილოტი დანიელ რიკარდო შიშობს, რომ „მერსედესის“ დაწევა და მითუმეტეს დამარცხება, მომავალ სეზონშიც შეუძლებელი იქნება. უფრო მეტიც, ის ფიქრობს, რომ გერმანულმა გუნდმა გასულ სეზონში თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მართალია, ბევრი თვლის, რომ „ფერარი“ შეძლებს სამქიმიანებთან პაექრობას, ავსტრალიელი საპირისპიროს ამტკიცებს და თვლის, რომ „მერსედსს“ კვლავაც უპირატესობა ხელთ ექნება.

„რენო კლიო RS 220 ტროფი“ ნურბურგრინგის რეკორდსმენი გახდა

Renault Clio RS 220 Trophy Becomes Fastest Small Hatch At The 'Ring With 8:23 Lap
15 დეკემბერი
გამოცემა „შპორტ აუტოს“ მიერ, ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე ჩატარებული ტესტების დროს, „რენოს“ ტემპერამენტიანმა მინი ჰეჩბეკმა „კლიო RS 220 ტროფიმ“ წრე 8 წუთსა და 32 წამში გაიარა, რაც B-სეგმენტის ავტომობილებს შორის საუკეთესო შედეგია. ტესტების დროს, ფრანგულმა ჰოტ ჰეჩბეკმა თავის უშუალო კონკურენტებს - „აუდი S1-ს“, „ოპელ კორსა OPC-ს“ და „მინი კუპერ JWC-ს“ აჯობა.