Saturday, December 12, 2015

ავსტრალიელები სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებენ

Australia Aims for World Speed Record with Aussie Invader 5R
12 დეკემბერი
ავსტრალიის ქალაქ პერტში ბაზირებულ გუნდ „ოზი ინვეიდერს“ (ავსტრალიელი დამპყრობელი), ხმელეთზე სიჩქარის რეკორდის დამყარება აქვს გადაწყვეტილი. მისი მიზანი 1600 კმ/სთ სიჩქარის მიღწევაა. უფრო მეტიც, ადგილიდან 1600 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მათს სარბოლო ავტომობილს, რომელიც სარაკეტო ძრავითაა აღჭურვილი, სულ რაღაც, 20 წამი უნდა ეყოს. გუნდს ავსტრალიის სიჩქარის რეკორდის მფლობელი, როსკო მაკგლაშენი ხელმძღვანელობს და ვინც ასევე სარეკორდ ავტომობილის პილოტიც იქნება. რეკორდის დამყარება მომავალ წელს იგეგმება.

„ტორო როსო“ ახალ მანქანაზე გამალებით მუშაობს

Toro Rosso Working Overtime On 2016 F1 Car
12 დეკემბერი
„სკუდერია ტორო როსოს“ თანამშრომლებს, ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობა უწევთ. იტალიური გუნდს საინჟინრო შტაბი და საწარმო ამ რეჟიმში ყოველდღიურად მუშაობს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მათ მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გაიგეს იმ ძრავის პარამეტრები, რომლებიც თავიანთ საკმაოდ წარმატებულ შასის უნდა მოარგონ.

„ბენტლი“ დეტროიტის მოტორ შოუს გამოტოვებს

 Bentley Decides to Skip All U.S. Auto Shows in 2016
12 დეკემბერი
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ბენტლიმ“ გადაწყვიტა, რომ მომავალ წელს, შეერთებულ შტატებში გასამართი ყველა დიდი საავტომობილო შოუ გამოტოვოს. ქრიუელებს სურთ, რომ თავიანთ ამერიკელ დილერებთან, რომელთა რიცხვმაც 45-ს მიაღწია, თანამშრომლობა გააუმჯობესონ და ამ ეტაპზე, ყურადღება სწორედ ამ მიმართულებით გაამახვილონ.

ევროპელები შიდაწვის ძრავებს აკრძალავენ... 2050 წლიდან

Eight US States And Four European Countries To Ban Petrol And Diesel Car Sales From 2050
12 დეკემბერი
მანამდე დიდი დროა, მაგრამ ეს თემა უკვე ძალიან აქტუალურია. ახლახანს „ტოიოტამ“ გამოაცხადა, რომ 2050 წლიდან მის გამაში აღარ იქნება შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილები. და აი, შეერთებული შტატების რვა შტატმა და ევოპის ოთხმა სახელმწიფომ, იაპონურ კომპანიას მხარი აუბა და გამოაცხადა, რომ 2050 წლიდან მათს ტერიტორიებზე შიდაწვისძრავიანი, ბენზინის და დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები აიკრძალება.