Arabian Sand Racer From Zarooq Priced At $100,000
7 დეკემბერი
ემირატულმა კომპანია „ზარუქმა“ თავისი უგზოობის
ექსტრემალური ავტომობილის, „სენდ რეისერის“ შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გამოაქვეყნა.
სპეციალურად ამ მიზნით ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე ითქვა, რომ ყველგანმავალის შესაშური
თვისებების გარდა, „ქვიშის მრბოლი“ მაღალი კლასის სედანისთვის დამახასიათებელი
კომფორტულობითაც გამოირჩევა. და მაინც, მისი ადგილი ქალაქში არაა, ის გაუვალ
გზებზე, განსაკუთრებით კი ქვიშიან უდაბნოში ექსტრემალური მართვით სიამოვნების
მისაღებადაა შექმნილი.