Wednesday, December 2, 2015

„კადილაკი“ ჯერ პლაგ-ინ ჰიბრიდებზე იმუშავებს

Cadillac Initially Focusing On Plug-In Hybrids Before Evs
2 დეკემბერი
„კადილაკმა“ დაადასტურა, რომ სანამ მთლიანად ელექტრული ავტომობილების წარმოებაზე გადაერთვებოდეს, აქცენტს პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებზე გააკეთებს. ამერიკულმა კომპანიამ თავისი პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი, რომელიც ლუქსის კლასის სედან CT6-ის ბაზაზე დაამზადა, უკვე გაგვაცნო. ეს ავტომობილი ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა. მისი აგრეგატის შემადგენლობაში შედის ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი და ორი ელექტრო ძრავი, რომლებსაც ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკი კვებავს.

„იაგუარ ლენდ როვერი“ ძრავების ქარხნის სიმძლავრეს გააორმაგებს

Jaguar Land Rover will double size of UK engine plant
2 დეკემბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ 450 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოახმარს თავის ვულვერჰემპტონის ქარხანას, რომელიც ძრავებს აწარემოებს. ახალი საინვესტიციო გეგმა ნიშნავს, რომ ბრიტანული კომპანიის მიერ ამ ქარხანაზე გაწეული ჯამური დანახარჯები 1.0 მილიარდ გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. ვულვერჰემპტონის ქარხანა შარშან ამუშავდა და ის სერია ინჯენიუმის ოთხცილინდრიან დიზელის ძრავებს აწარმოებს.

„ფორდ ფოკუს სპორტი“ ესენის მოტორ შოუზე

Ford Focus Sport Shown At Essen With Visual Tweaks
2 დეკემბერი
ახალი „ფოკუს RS-ის“ გარდა, „ფორდმა“ ესენის მოტორ შოუზე, თავისი პოპულარული ჰეჩბეკის კიდევ ერთი ვერსია - „ფოკუს სპორტი“ წარადგინა, რომელმაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ავტომობილი პირველ რიგში, თავის ფერთა მკვეთრი შეხამებით (როგორიც სულ ორია) იქცევს ყურადღებას. ეს ფერებია წითელი (რეის რედ) და შავი (პანტერ ბლექ). და ორივე ფერის შემთხვევაში, მეორეთი ცალკეული დეტალები და ნაწილებია შეღებილი.

„მერსედესმა“ ჰამილტონი და როსბერგი გააფრთხილა

Lewis Hamilton and Nico Rosberg warned they could be dropped
2 დეკემბერი
„მერსედესის“ გუნდის შეფმა ტოტო ვოლფმა გააფრთხილა თავისი პილოტები, ლუის ჰამილტონი და ნიკო როსბერგი, რომ მათ შორის დაძაბული ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში, რომელიმე მათგანს გუნდის დატოვება მოუწევს. ყოფილ მეგობრებს შორის ურთიერთობა ბოლო ორ სეზონში დაიძაბა, როცა ისინი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდნენ. მათი ურთიერთობის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო ოსტინის რბოლის დასაწყისი, რომლის დროსაც, ჰამილტონმა თანაგუნდელი მოსახვევში ტრასის მიღმა გარიყა.