Sunday, November 29, 2015

ფ1-ის წლევანდელი სეზონი როსბერგის გამარჯვებით დასრულდა

Motor racing-Rosberg ends F1 season on a hat-trick high
29 ნოემბერი
მაშ ასე, დასრულდა ფორმულა 1-ის 2015 წლის ჩემპიონატი. აბუ დაბის დიდი პრიზი ბევრს აღარაფერს წყვეტდა, მაგრამ ის ისეთივე დაძაბული და საინტერესო გამოდგა, როგორიც სეზონის გამხსნელი, მელბურნის რბოლა იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის „მერსედესის“ პილოტებმა იბრძოლეს და ამჯერადაც ნიკო როსბერგმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კი კვლავ მეორე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ნარბოლევს მარცხი ისევ გუნდის არასწორ ტაქტიკას დააბრალა.

ახალი „აუდი R18 e-ტრონი“ მომავალი სეზონისთვის მზადაა

Audi unveils 2016 WEC challenger
29 ნოემბერი
„აუდიმ“ მიუნხენში თავისი ახალი სარბოლო პროტოტიპის, „R18 e-ტრონის“ ოფიციალური წარდგენა ჩაატარა. „ოთხი რგოლი“ მომავალ სეზონში ამ ავტომობილით ლე მანის გვირგვინის „პორშესთვის“ ჩამორთმევას ეცდება. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ განახლებული ავტომობილი კვლავ დიზელ-ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, თუმცა გასული სეზონისგან განსხვავებით, აღდგენილი ენერგიის 6 მეგაჯოულიან ქვე-კლასში (გასულ სეზონში 4 მეგაჯოულიანში იყო) იასპარეზებს.

ალონსო სეზონის გამოტოვებას განიხილავდა

Motor racing-Alonso could take a sabbatical in 2016, says Dennis
29 ნოემბერი
ფერნანდო ალონსო აღიარებს, რომ „მაკლარენის“ შეფ რონ დენისთან ერთად, მომავალი სეზონის გამოტოვების ვარიანტს განიხილავდა. ოღონდ, ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ამჟამად გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალ სეზონში იასპარეზებს. ეს ამბავი აბუ დაბიში დენისმა გაახმაურა. მან თქვა, რომ იყო მომენტი, როცა ალონსოს მომავალ სეზონში ასპარეზობის გარანტია არ არსებობდა.