Motor racing-Rosberg ends F1 season on a
hat-trick high
29 ნოემბერი
მაშ ასე, დასრულდა ფორმულა 1-ის 2015 წლის ჩემპიონატი.
აბუ დაბის დიდი პრიზი ბევრს აღარაფერს წყვეტდა, მაგრამ ის ისეთივე დაძაბული და
საინტერესო გამოდგა, როგორიც სეზონის გამხსნელი, მელბურნის რბოლა იყო. რა თქმა
უნდა, გამარჯვებისთვის „მერსედესის“ პილოტებმა იბრძოლეს და ამჯერადაც ნიკო
როსბერგმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ჩემპიონი ლუის ჰამილტონი კი კვლავ
მეორე ადგილს დასჯერდა. თუმცა, ნარბოლევს მარცხი ისევ გუნდის არასწორ ტაქტიკას
დააბრალა.