Saturday, November 21, 2015

არივაბენე: „ფერარი“ მომავალ სეზონში „მერსედესზე“ წინ იქნება

Maurizio Arrivabene expects Ferrari to be in front of Mercedes next year
21 ნოემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს სჯერა, რომ მომავალ სეზონში მისი პილოტები „მერსედესის“ წინ იქნებიან. ის ამბობს, რომ „ფერარის“ ახალი მანქანის ყველა ნაწილი დაიხვეწება და გაუმჯობესდება. „თუ ჩემი მოლოდინი გაინტერესებთ, ჩვენ უბრალოდ დაწევას კი არა, მათ გასწრებას ვაპირებთ. შემიძლია თქმა, რომ ახლა მათთან ძალიან ახლოს ვართ. მომავალ სეზონში კი მათ წინ უნდა ვიყოთ“, - ამბობს არივაბენე.

ფ1-ის ძრავის ტენდერში ორი კომპანიის განაცხადი შევიდა

Ilmor, AER apply for alternative F1 engine tender
21 ნოემბერი
სარბოლო ძრავების შექმნასა და წარმოებაზე სპეციალიზებულმა ორმა კომპანიამ -
„ედვანსედ ენჯაინ რისერჩმა“ (AER) და „ილმორ ენჯინირინგმა“, FIA-ს მიერ გამოცხადებულ, ფ1-ის ალტერნატიული ძრავის შექმნაზე გამოცხადებული ტენდერის კომისიაში განაცხადი შეიტანს. იმავდროულად, ტენდერში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადა კომპანია „კოსუორტმა“. FIA-ს სურს, რომ ფ1-ის გუნდებისთვის ალტერნატიული ძრავი 2017 წლიდან იყოს ხელმისაწვდომი.

„პორშეს“ ეკიპაჟი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

Bahrain WEC: Webber crowned world champion as Porsche prevails
21 ნოემბერი
მარცხნიდან: ჰარტლი, ვებერი და ბერნჰარდი
ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი და „პორშეს“ ეკიპაჟის (N17) კიდევ ორი წევრი - გერმანელი ტიმო ბერნჰარდი და ახალზელანდიელი ბრენდონ ჰარტლი, გამძლეობაზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. სეზონის ბოლო ეტაპი (ბაჰრეინის 6 საათი), რომელიც ბაჰრეინში დღეს გაიმართა, მათ მეხუთე ადგილი დაიკავეს, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ჩემპიონები გამხდარიყვნენ.

„ზენოს E10 R“ „ფორდ ფოკუს RS-ის“ ძრავით

New Zenos E10 R Sports Car Runs On A Focus RS Engine
21 ნოემბერი
ბრიტანულმა კომპანია „ზენოსმა“ თავისი ახალი ავტომობილის, E10 R-ის ფოტოები და მის შესახებ ტექნიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. ის გარეგნულად ფაქტობრივად არ განსხვავდება კომპანიის პირველ მოდელ E10-სგან. თუმცა, R-მოდიფიკაცია „ფორდ ფოკუს RS-ის“ ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ასევე „მუსტანგის“ ძრავების გამაში შედის.

ახალი ინფორმაცია „ბუგატი შირონის“ შესახებ

Bugatti Chiron Reportedly Detailed At Dubai Preview Event
21 ნოემბერი
„ბუგატიმ“ დუბაის სასტუმრო „რეჯისში“ სპეციალური წვეულება მოაწყო, რომელზეც „ვეირონის“ შემცვლელი მოდელის შესახებ მცირე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლებმა გამოცემა „აუტოგესპოტთან“ საუბრისას განაცხადეს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ამ ეტაპზე სხვადასხვა წყარო „შირონად“ მოიხსენიებს, ახლანდლი 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი W16 ძრავის ევოლუციური ვერსიით აღიჭურვება. ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 1500 ნიუტონმეტრს მიაღწევს.