Maurizio Arrivabene expects Ferrari to be in
front of Mercedes next year
21 ნოემბერი
„ფერარის“ შეფ მაურიციო არივაბენეს სჯერა, რომ
მომავალ სეზონში მისი პილოტები „მერსედესის“ წინ იქნებიან. ის ამბობს, რომ
„ფერარის“ ახალი მანქანის ყველა ნაწილი დაიხვეწება და გაუმჯობესდება. „თუ ჩემი
მოლოდინი გაინტერესებთ, ჩვენ უბრალოდ დაწევას კი არა, მათ გასწრებას ვაპირებთ.
შემიძლია თქმა, რომ ახლა მათთან ძალიან ახლოს ვართ. მომავალ სეზონში კი მათ წინ
უნდა ვიყოთ“, - ამბობს არივაბენე.