Tuesday, November 17, 2015

„პაგანიმ“ ნურბურგრინგის ახალი რეკორდი დაამყარა

Pagani Allegedly Sets New Nordschleife Record With Zonda Revolucion
17 ნოემბერი
ჯერაც ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნურბურგრინგის ლეგენდარული ჩრდილოური მარყუჟის ახალი რეკორდსმენი, „პაგანის“ სუპერ ავტომობილი „ძონდა რევოლუსიონი“ გახდა. ამ ექსკლუზიურმა სუპერ ავტომობილმა, რომელიც სულ ხუთი ცალია დამზადებული, წრე 6 წუთსა და 30 წამში გაიარა. ეს კი საგზაო ავტომობილების რეკორდია. ცნობისათვის, ამ ტრეკზე აბსოლუტური რეკორდი 1983 წლიდან „პორშეს“ ეკუთვნის - გერმანელმა შტეფან ბელოფმა სარბოლო პროტოტიპ „პორშე 956-ით“ წრე 6:11.13-ში გაიარა.

„TAG ჰოიერი“ „მაკლარენს“ დაშორდა

Tag Heuer to leave McLaren for Red Bull
17 ნოემბერი
საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია „TAG ჰოიერმა“ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს „მაკლარენის“ სპონსორობას და „რედ ბულის“ ბანაკში გადაინაცვლებს. ეს ინფორმაცია სან პაულუში, „TAG ჰოიერის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჟან-კლოდ ბივერმა გაავრცელა.

ფერსტაპენმა პერესის გასწრებისას რაიკონენ-შუმახერის მომენტი გაიხსენა

Schumacher/Raikkonen moment inspired Verstappen
17 ნოემბერი
როცა „ტორო როსომ“ მართვის ლიცენზიის არმქონე თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან კონტრაქტი გააფორმა, ამით ბევრის კრიტიკა გამოიწვია - ბავშვები მოგყავთ ფ1-ში და აქ მაგათი ადგილი არააო. მაგრამ პატარა ბიჭმა ყველა გააჩუმა. დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ აირტონ სენას შემდეგ, ფ1-ს ასეთი ტალანტი არ ჰყოლია. და მაქსი ამას ყოველ რბოლაში ამტკიცებს. რა თქმა უნდა, პელოტონის შუაში შედარებით ნაკლებ ყურადღებას იქცევს, მაგრამ სპეციალისტებს ვერაფერს გამოაპარებ. ისინი კი თამამად ამბობენ, რომ ფერსტაპენი ნამდვილი აღმოჩენაა.