Saturday, November 14, 2015

„რედ ბულმა“ მომავალ სეზონზე განაცხადი შეიტანა

Motor racing-Red Bull lodge entry to 2016 F1 championship
14 ნოემბერი
„რედ ბულმა“ ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა. მართალია, მისი ორივე გუნდი - „რედ ბული“ და „ტორო როსო“ ჯერჯერობით ოფიციალურად ძრავის გარეშეა, მაგრამ განაცხადის წარდგენა მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია დიდი პრიზების ცირკის დატოვებას არ აპირებს.

„ფორდ ბრონქო“ ბრუნდება

Ford To Resurrect Bronco, Bring Ranger Back To The US
14 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანისა“ და საავტომობილო სფეროში დასაქმებულთა გაერთიანებულ კავშირს შორის მიღწეული მრავალწლიანი შეთანხმების წყალობით, ბაზარს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უგზოობის ავტომობილი, „ბრონქო“ დაუბრუნდება. გარდა ამისა, „ფორდმა“ აიღო იმის ვალდებულება, რომ თავის ამერიკულ საწარმოებში, 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც დამატებით 8 500 სამუშაო ადგილის შექმნის საშუალებას მისცემს.

როსბერგის ზედიზედ მეხუთე პოული

Motor racing-Rosberg takes his fifth pole in a row
14 ნოემბერი
ნიკო როსბერგმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მცირედით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს და ზედიზედ მეხუთე პოულ პოზიციას დაეუფლა. გერმანელმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს სულ რაღაც, 0.078 წამით აჯობა და კარიერაში 50-ე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა.

„როლს-როისის“ ორი ახალი სპეც გამოშვება დუბაის შოუზე

Rolls-Royce Brings Two New Special Editions To Dubai
14 ნოემბერი
„როლს-როისმა“ დუბაის საერთაშორისო მოტორ შოუზე სპეციალური გამოშვების ორი ახალი ავტომობილი - „ფანტომ კუპე ტაიგერი“ და „გოსტ გოლფ ედიშნი“ გამოფინა. პირველი არის კომპანიის ყველაზე მდიდრული ავტომობილის ერთგვარი მყვირალა ვერსია, რასაც მის შესაღებად გამოყენებული ორი ახალი ფერი, „დამწვარი ფორთოხალი“ და „არიზონას მზე“ განაპირობებს. შესაბამისი ფერთა გამაა სალონშიც, სადაც „ტან-ის“ და „სიშელის“ მარკის ტყავები გამოიყენეს. ეს ყველაფერი, სალონის გასაფორმებლად გამოყენებულ სხვა მასალებთან ერთად, რომლებიც მდიდრულ გარემოს აყალიბებს, „ფანტომ კუპე ტაიგერისთვის“ ექსკლუზიურია.

პოლიციამ „გუგლის“ თვითმავალი ავტომობილი გააჩერა

Google's Self Driving Car Pulled Over By Police For Travelling Too Slow
14 ნოემბერი
მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ პატარა ექსპერიმენტული ავტომობილი... მეტისმეტად ნელა და ფრთხილად გადაადგილდებოდა. „ინციდნტი“ შტატ კალიფორნიის მაუნტინ ვიუს მახლობლად მოხდა. პოლიციელმა დააფიქსირა, რომ ავტომობილის სიჩქარე 39 კმ/სთ იყო ადგილზე, სადაც მინიმალური სიჩქარე 56 კმ/სთ-ის დონეზეა განსაზღვრული.